არასამთავრობო ორგანიზაცია Let’s Encrypt 2014 წელს დაფუძნდა Electroni Frontier Foundation-ის ინიციატივით, რომელსაც აქტიურად მხარს უჭერენ Akamai, Google, Facebook, Mozilaa და სხვა კომერციული ორგანიზაციები. სამი წლის წინ პარასკევს მათ პირველი სერტიფიკატი გასცეს.
მას შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. დღეისათვის 380 მილიონზე მეტი სერტიფიკატია გაცემული 129 მილიონი უნიკალური დომენისათვის. ამით Let’s Encrypt მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავტორიტეტი გახდა.
Firefox-ის ტრაფიკის 75%-ზე მეტი HTTPS-ზე მოდის, რაც Let’s Encrypt-ის დამსახურებაა. ეს მასიური ზრდაა მას შემდეგ რაც HTTPS შეერთებები 38%-ს არ ცდებოდა.
HTTPS არის შიფრაცია რაც ვებ ტრაფიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. TLS სერტიფიკატი თქვენს კომპიუტერსა და ვებ-საიტს შორის კომუნიკაციას შიფრავს, რისი წყალობითაც არავის არ შეუძლია თქვენი მონაცემების მოპარვა ან ვებ საიტის გაყალბება.
რა თქმა უნდა სრულად დაშიფრული ვები ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, მაგრამ ყოველდღიურად გაცემული მილიონამდე Let’s Encrypt სერტიფიკატი მიზანს უფრო მიღწევადს ხდის.