კონტენტზე გადასვლა
ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საჯარო ლექციას გამართავს

ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საჯარო ლექციას გამართავს

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

18 სექტემბერს, 17:00 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში (აუდიტორია C9) ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე საჯარო ლექციას გამართავს თემაზე – ინოვაციების როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში.

ლექციაზე განხილული იქნება ის შესაძლებლობები, რასაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება იძლევა.

გარდა ამისა, სტუდენტები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამების შესახებ, რომელიც დაეხმარება მათ თავად შექმნან ინოვაციური ბიზნესკომპანიები.

დასწრება თავისუფალია.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!