OnePlus-მა განაცხადა, რომ ჭკვიანი ტელევიზორების ბაზარზე აპირებს გასვლას. პიტ ლაუმ კომპანიის ბლოგში დაწერა, რომ აპირებს “საცხოვრებელ სივრცეს ახალ ინტელექტუალურ დონეზე გაიყვანს”. ამისათვის კომპანია ახალ მულტიმედიურ პროდუქტს ამზადებს, რომელიც ჭკვიან სახლს მიუერთდება. კომპანია ახალ პროდუქტს OnePlus TV-ს ეძახის და 2019 წლისთვის აპირებს გამოშვებას.

ტელევიზორი განახლებების საშუალებით დროთა განმავლობაში განვითარდება და სმარტფონიდან კონტენტის გაშვების გარდა სხვა ფუნქციონალსაც შეიძენს, როგორიცაა კალენდრიდან ინფორმაციის გამოტანა, მნიშვნელოვანი მოვლენების და შეხვედრების შესახებ შეხსენებების გამოტანა. გარდა ამისა ტელევიზორს ექნება კამერა ვიდეოზარებისთვის და სხვა აპლიკაციებისთვის.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ პლატფორმაზე იმუშავებს OnePlus TV, კომპანია ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებებს აწარმოებს. იმედია ტელევიზორების ბაზარზე OnePlus იგივე პოლიტიკით იმოქმედებს და ფლაგმანურ შესრულებასთან ერთად ხელმისაწვდომ ფასსაც შემოგვთავაზებს.

წინა სტატიაLightroom დამწყებთათვის (ნაწილი 2)
შემდეგი სტატიაპირველი iPhone Xs Max 22 სექტემბერს რეკორდულ ფასად გაიყიდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი