საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, ელექტრონული გადახდების მიმართულებით, პირველი ფინტექ ჰაკათონი გაიმართა.
ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ, თუ რა პრობლემებსა და დაბრკოლებებს აწყდება მომხმარებელი გადახდის პროცესში და შეემუშავებინათ იდეები, რომლებიც ამ პროცესის გაუმჯობესებაზე იქნებოდა ორიენტირებული.
სამ საუკეთესო გუნდს გადაეცა ფულადი ჯილდო:
ადგილი – 10,000 ლარი
ადგილი – 3,000 ლარი
ადგილი – 1000 ლარი

მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს ბანკის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტების კონსულტაციებით განაგრძონ მუშაობა გამარჯვებულ პროექტებზე:

  • აპლიკაცია QR ტექნოლოგიის გამოყენებით მობილური გადახდებისათვის
  • მობილური აპლიკაცია ჯგუფური გადახდებისათვის 
  • ელექტრონული სასაჩუქრე ვაუჩერების პლატფორმა

ჰაკათონში მონაწილე გუნდებმა საკუთარი იდეების მუშა პროტოტიპებზე იმუშავეს და ამოცანის გაცნობიდან 48 საათის შემდეგ ჟიურის დემო ვერსიები წარუდგინეს.

წინა სტატიაSony PlayStation Classic – ლეგენდარული კონსოლის დაბრუნება
შემდეგი სტატიაგერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკლამო სააგენტო Martini gmbh ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან მემორანდუმს აფორმებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი