საქართველოში პირველად, 12-14 ოქტომბერს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში IoT ჰაკათონი გაიმართება.

კონკურსანტები 48 საათის განმავლობაში ერთმანეთს სასარგებლო და ინოვაციური IoT (Internet of Things) პროდუქტების აპარატულ-პროგრამული პროტოტიპების შექმნაში შეეჯიბრებიან.

მონაწილეებს დაურიგდებათ Arduino კონტროლერების, სენსორების კომპლექტები და მიეცემათ საშუალება, გამოიყენონ IoT LoRaWan უკაბელო ქსელი ინტერნეტში ჩასართავად, რათა შეძლონ მიღებული მონაცემების შემდგომი პროგრამული დამუშავება.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტურ გუნდებს 3-დან 5-მდე მონაწილით.

პრიზები:

  • ადგილი – 600 ₾
  • ადგილი – 400 ₾
  • ადგილი – 200 ₾

აღსანიშნავი, რომ გარდა ფულადი ჯილდოებისა, წარმატებულ გუნდებს საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი ღონისძიების მხარდამჭერებისგან, რომელთა შორისაა:
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი
ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი – GeoLab • ჯეოლაბი
IT სპეციალიზაციის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი – IT Academy Step Georgia
Red Bull რომელიც მონაწილეებს ენერგეტიკული სასმელით გაუმასპინძლდება

აღნიშნული ღონისძიების სპონსორები არიან:
Internet Society
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი

სარეგისტრაციო განცხადებები მიიღება 1-ლი ოქტომბრის დღის ბოლომდე
ჰაკათონის პირობების დეტალური აღწერა

ასევე ჩატარდება საჯარო კონსულტაციები:
26 სექტემბერს
16:00 საათზე
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში (ალექსიძის მე-2 შესახვევი N3)

წინა სტატიაგერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკლამო სააგენტო Martini gmbh ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან მემორანდუმს აფორმებს
შემდეგი სტატიაChrome-ში DNS over TLS პროტოკოლის მხარდაჭერა იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი