Sony თავის პირველი კონსოლის განახლებულ ვერსიას PlayStation Classic-ს გამოუშვებს, რომელიც თითქმის ორჯერ პატარა იქნება ორიგინალზე, ტელევიზორს HDMI ინტერფეისით მიუერთდება და ორი კლასიკური (სტიკების გარეშე) გემპადი ექნება კომპლექტში.

კონსოლი არ იმუშავებს დისკებით იმიტომ, რომ მას უბრალოდ არ აქვს CD დრაივი, თუმცა მასში უკვე იქნება 20 კლასიკური თამაში, რომელთა შორისაა Tekken 3, Final Fantasy VII, Jumping Flash, R4 Ridge Racer Type 4 და Wind Arms. თამაშების სრული სია ჯერ არ არის ცნობილი. ასევე არ არის ინფორმაცია იმის შესახებ შესაძლებელი იქნება თუ არა სხვა თამაშების ჩაწერა. სავარაუდოდ ასეთი შესაძლებლობა არ იქნება, რადგანაც კორპუსზე არის მეხსიერების ბარათების სლოტი ან USB პორტი.

PlayStation Classic-ის გაყიდვები 3 დეკემბერს დაიწყება და
€99 იქნება.

წინა სტატიაSilknet: ჯეოსელში ქსელის მოდერნიზაციის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება
შემდეგი სტატიაFintech ჰაკათონის გამარჯვებულები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი