თიბისი ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის სამ ეტაპიანი კონკურსის ფინალზე 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6-მა გუნდმა სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის პროტოტიპი წარადგინა, რომლებიც მომავალში ბიზნესების ყოველდღიური პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზებას შეუწყობს ხელს.
1-ლი ადგილი: გუნდი – SystemJet პროდუქტი – SystemJet პრიზი – 30 000 ლარი
2-ე ადგილი: გუნდი – VOBI პროდუქტი – InvoiceWave პრიზი – 15 000 ლარი
3-ე ადგილი: გუნდი – CONTRACTS.GE პროდუქტი – CONTRACTS.GE პრიზი – 15 000 ლარი
კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი თიბისის ახალ ონლაინ-პლატფორმაზე – Businesstool.ge-ზე განთავსდება.