ბრიტანეთის საბჭომ სამეწარმეო განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი – შემოქმედებითი ნაპერწკალი – სამეწარმეო განათლების პროგრამა დაიწყო.

5 წლიანი გეგმა შემდეგ სამ კომპონენტს აერთიანებს: ტრენინგების ჩატარება სამეწარმეო უნარებში
ინგლისური ენის ცოდნის ამაღლება და ბრიტანულ – ქართული საუნივერსიტეტო და ინსტიტუციური პარტნიორობით
შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების ცენტრების შექმნა

ამ მიზნებს ემსახურება ბრიტანეთის საბჭოს ღია საგრანტო კონკურსი.

მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა წარადგინონ სასწავლო ცენტრების შექმნის გეგმა და თავად მოიძიონ პოტენციური პარტნიორი ბრიტანულ უნივერსიტეტებს შორის.

განაცხადი მიიღება 8 ოქტომბერამდე.

გამარჯვებული ინსტიტუცია მიიღებს 50 000 ფუნტს, 2 წლის მანძილზე.

პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი 3 წლის განმავლობაში, თანამშრომლობა, თვითდაფინანსების პრინციპით უნდა გაგრძელდეს.

წინა სტატია27 სექტემბერს, ჯეოლაბი Google-ის დეველოპერების ექსპერტს – ქლაუდ ტექნოლოგიების მიმართულებით დემი-ბენ არისს უმასპინძლებს
შემდეგი სტატიაკორეული კულტურა და კინომატოგრაფია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი