ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი Bitfury-ის ლაბორატორია გაიხსნა.
ლაბორატორია სტუდენტებს ბლოკჩეინ სისტემების დეველოპმენტის მიმართულებით სწავლებისა და გადამზადების შესაძლებლობას სთავაზობს.
გარდა ამისა, ახლადგახსნილ სივრცეში გაიმართება სემინარები და ვორქშოპები.
Bitfury-ის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. ლაბორატორიის გახსნა კი ამ თანამშრომლობის მეორე ეტაპია. ამ დროისთვის Bitfury-ში 200-მდე ქართველია დასაქმებული და ლაბორატორიის გახსნა ამ პროცესს დიდად შეუწყობს ხელს.
Bitfury-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგია ისიც, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიპლომების შენახვა ბოლქჩეინ სისტემაში მოხდება. ლაბორატორიის გახნა კი მათი თანამშრომლობის მეორე ეტაპია.