კიბერ ცენტრი გთავაზობთ პირველად საქართველოში ტრენინგს – როგორ მდიდრდებიან კიბერდამნაშავეები – ფულის დაუფლების მეთოდები.
ტრენინგის ფარგლებში მიმოხილული იქნება კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები და ფულის დაუფლების უკანონო მეთოდები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ დაფარულ მარკეტებზე.
ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის პროფესიის მიუხედავად.
ტრენინგის დასრულებისთანავე მსმენელებს გადაეცემათ სხვადასხვა დაფარულ მარკეტებზე მოპოვებული ძვირადღირებული ინფორმაცია.
ტრენინგის ფარგლებში მიმოხილული იქნება შემდეგი საკითხები:
კიბერსივრცეში ფულის დაუფლების უკანონო მეთოდები
• პლასტიკური ბარათების მონაცემების მოპარვის მეთოდები
• პლასტიკური ბარათებიდან თანხის ანონიმურად დაუფლების და გათეთრების მეთოდები
• ყალბი პლასტიკური ბარათების დამზადების და გამოყენების საშუალებები
• ბანკომატებიდან თანხის დაუფლების მეთოდები
• სოციალური ინჟინერია
კიბერდანაშაული და კრიპტოსამყარო
• კრიფტოგრაფია, კრიპტოვალუტა,
• კრიპტოვალუტის და მაინერების არსი
• კრიპტოვალუტების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოძიება
• ანონიმურობა, TOR-ის სისტემა,
• პლასტიკური ბარათებით კრიპტოვალუტის შეძენის მეთოდები კვალის დაფარვის მიზნით
• შავ ონლაინ ბაზრებიდან ყალბი ფულის, პლასტიკური ბარათების, ნარკოტიკებისა და სხვა პროდუქციის შეძენის და შიპინგის მეთოდები
ფულის გამომუშავების მეთოდები ინტერნეტში.
მავნე კოდის (ვირუსები, ტროიანები, შპიონური პროგრამები) ანალიზი
• როგორ გავიგოთ დავირუსებულია თუ არა კომპიუტერი და აკონტროლებენ თუ არა ჩვენს კომპიუტერს
• როგორ გავიგოთ არის თუ არა ვირუსი ფაილში
• ჰაშირება და მავნე კოდთან დაკავშირებული სამხილების მოპოვება
• რეკომენდაციები კიბერდანაშაულის პრევენციის და თავდაცვის მიზნით
ტრენინგი არის საგანმანათლებლო ხასიათის და მისი მიზანია მსმენელებმა შეძლონ საკუთარი თავის დაცვა.
ტრენინგის ხანგრძლივობა – 20 საათი.
პერიოდი – 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერი.
ტრენინგის საფასური: 300 ლარი (სტუდენტებისთვის 250 ლარი)
ადგილების რაოდენობა – 10 მსმენელი.
განაცხადის შევსება