Mojave – პირველი საოპერაციო სისტემაა Apple-ისგან, რომელსაც გაფორმების მუქი თემა აქვს და ის არა მხოლოდ ინტერფეისის ფერებს ცვლის არამედ ხვა მწარმოებლების აპლიკაციებსაც “აბნელებს”.
საოპერაციო სისტემას კიდევ ერთი სიახლე: Stacks დაემატა, რომელიც ავტომატურად აგროვებს სამუშაო მაგიდაზე განთავსებულ ფაიებს ტიპების მიხედვით, როგორიცაა სურათები, დოკუმენტები და ა. შ. დაჯგუფება შესაძლებელია თარიღის მიხედვითაც. “სტეკზე” დაჭერისას მომხმარებელი მის შეგთავსს დაინახავს და შეძლებს აიღციოს საჭირო ფაილი და შემდეგ დახუროს “სტეკი”.
სწრაფი დათვალიერების ფუნქცია ფაილებზე გარკვეულ ოპერაციებსაც აკეთებს მათი გახსნის გარეშე. მაგალითისთვის შესაძლებელია გამოსახულების მობრუნება და მოჭრა, კომენტარების დამატება დკუმენტში და ა.შ.
Continuity Camera საშუალებას გაძლევთ დოკუმენტში ფოტოგრაფიები iPhone-დან რეალური დროის რეჟიმში ჩასვათ. ეს ფუნქცია ასევე ხელმისაწვდომია Finder, Mail, Messages, Notes და სხვა აპლიკაციებში.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა Apple-მა სამაგიდო App Store-ის დიზაინი შეცვალა და აპლიკაციებს სტატიების და ვიდეო განხილვების დამატების შესაძლებლობა გაუჩნდა.
სისტემა macOS Mojave გააფრთხილებს მომხმარებელს მაშინ, როცა გარეშე აპლიკაცია მოითხოვს კამერაზე, მიკროფონზე ან პირად მონაცემებზე წვდომას და მხოლოდ მომხმარებელი გადაწყვეტს მისცეს თუ არა ეს უფლება. ბრაუზერი Safari გამოკითხავს მომხმარებელს ენდობა თუ არა ის გახსნილ საიტს, რომელიც cookie-ების შენახვას შეეცდება კომპიუტერში.
კომპიუტერები, რომლებიც მიიღებენ macOS Mojave განახლებას:
MacBook – 2015 წლის დასაწყისი და უფრო ახალი.
MacBook Air და MacBook Pro – 2012 წლის შუა და უფრო ახალი.
Mac და iMac – 2012 წლის შუა და უფრო ახალი.
iMac Pro 2017