ევროპის ინოვაციების აკადემია – ეს არის მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორი პროგრამა მეწარმეთათვის, რომელიც ყოვეწლიურად იმართება, როგორც იტალიასა და პორტუგალიაში, ასევე სილიკონ ველზე, ყატარსა და ჩინეთში.

აღნიშნული აკადემია მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტებისა და მეწარმეთა გადამზადებას.

15 დღის განმავლობაში სტუდენტები სილიკონ ველის მენტორებისგან (U.C Berkeley, QSTP, Lab 1886, Social Media Thunder, Walt Disney Alchemist, NixonPeabody LLP, Daimler, Google, Mercedes Benz.io.) სწავლობენ თუ, როგორ აქციონ იდეა ბიზნესად.

„პროგრამაზე საქართველოს უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდი. გავიმარჯვე კონკურსში – ინოვაციური ბიზნეს იდეები და გასაუბრების შემდეგ მე – ლაშა ხორგუაშვილი და მარიამ მაღრაძე პორტუგალიაში, ლისაბონში გაგვიშვეს. კონკურსში ჩემი მონაწილეობა დაიწყო იდეით, რომელიც მიზნად ისახავდა ისეთი ონლაინ პლატფორმისა და აპლიკაციის შექმნას, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა დიასახლისებსა და სახლში მომზადებული კერძების მსურველ ნებისმიერ ადამიანს, თუმცა შემდგომში შევუერთდი გუნდს, რომელთან ერთადაც შევქმენით აპლიკაცია ისეთი მორბენალებისა და მოსიარულეთათვის, რომლებმაც უცხო ადგილებში მოგზაურობისას არ იციან სად ირბინონ, გაისეირნონ და ამავდროულად მოინახულონ საინტერესო ადგილები. ყველაზე საამაყო და ამავდროულად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იდეა, რითიც უნივერსიტეტმა გამიშვა ამ პროგრამაზე გავიდა ტოპ ათეულში, თუმცა არა ჩემი გუნდის სახელით.” – განაცხადა ნავიგატორთან საუბრისას ლაშა ხორგუაშვილმა.

როგორც ლაშა აღნიშნავს, კონკურსის დასასრულისთვის მის გუნდს უკვე ჰქონდა 100% მუშა პროგრამა, რომელსაც შეეძლო მარშუტების გენერერიბა მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. ისინი შეხვდნენ და გაესაუბრნენ ინვესტორებს, ასევე დაგეგმეს სოციალური ღონისძიება, სადაც მათი აპლიკაცია დატესტეს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ევროპის ინოვაციების აკადემიის სერტიფიცირებული კურსდამთავრებულები გახდნენ და მიიღეს დიპლომები.

„პროგრამის მიწურულს მოვახერხეთ რამდენიმე ინვესტორის დაინტერესება, რომლებთანაც გუნდმა გამართა რამდენიმე მოლაპარაკება. ასევე შესაძლებელია მონაწილეობა მივიღოთ სამომავლოდ გამართულ პროგრამებშიც.” – აღნიშნავს ლაშა.

წინა სტატიააუქციონის შედეგები 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ამოწურვადი რესურსით სარგებლობისთვის
შემდეგი სტატიაორდღიანი პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიური სამიტი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი