ქველმოქმედება

1994 წელს ბილმა და მელინდა გეითსებმა დააფუძნეს უილიამ გეითსის ფონდი, რომელიც განათლების ჯანმრთელობის დაცვის და მცირედ უზრუნელყოფილი ხალხის მხარდაჭერას ახორციელებდა.

ფონდის სტრუქტურა ღიაა და ყველა ქველმოწქმედს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია თანხების ხარჯვის შესახებ.

2000 წლის ანგარიშის შედგენისას გაერთიანდა ოჯახური ფონდი და ერთიანი ბილისა და მელინდა გეითსის ფონდი ჩამოყალიბდა რომელშიც ბილმა 20 მილიარდი დოლარი შეიტანა. ამ შემოწირულობის შემდეგ ბილი და მელინდა 2007 წლის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედების სიაში მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო 2013 წელს ფონდი ყველაზე მდიდრად აღიარეს და $ 34,7 მილიარდად შეაფასეს.

2010 წლის თებერვალში გეითსმა ყველა მილიარდერს მოუწოდა თავისი ქონების ნახევარი ქველმოქმედებაში დაეხარჯათ. 40-მა მილიარდერმა დადო პირობა, რომ თავისი სიმდიდრის ნახევარს დათმობდა. გეითსმა კი პირობა დადო რომ თავისი ქონების 95%-ს მედიცინის განვითარებასა და სხვა ქველმოქმედებაში დახარჯავს.

ხელოვნება

1994 წელს გეითსმა ლეონარდო და ვინჩის სამეცნიერო ნაშორმების კოლექცია “ლესტერის კოდექსი” შეიძინა, რომელიც დაახლოებით $ 30 მლნ. დაუჯდა. 2003 წელს კოდექსი სიეტლის მხატვრულ მუზეუმშია გამოფენილი. გითსი საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვა და სხვა მუზეუმებს გამოფინონ აღნიშნული ექსპონატი. კერძოდ 2019 წელს ლეონარდო და ვინჩის 500 წლისთავისათვის “ლესტერის კოდექსი” ფლორენციაში უფიის გალერეაში იქნება გამოფენილი.

უნივერსიტეტები

გეითსმა $6 მილიონი შეწირა გეითსის კომპიუტერული მეცნიერებების შენობის მშენებლობას სტენფორდის უნივერსიტეტში. მშენებლობა 1996 წელს დასრულდა. შენობაში განთავსებულია სტენფორდის საინჟინრო ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების განყოფილება (CSD) და კომპიუტერული სისტემების ლაბორატორია (CSL).

1999 წელს გეითსმა კომპიუტერული ლაბორატორიის ასაშენებლად 
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს  $20 მილიონი შეწირა .

ვეგეტარიანული საკვები

Impossible Foods – 2011 წელს დაარსდა და მისი მიზანი მცენარეული ხორცის დამზადებაა, რომელსაც ნამდვილი ხორცის გემო ექნება.

Impossible Foods-მა $387 მლნ. შეაგროვა. ბილ გეითსი დაფინანსების სამ რაუნდში იღებდა მონაწილეობას და ჯამში $208 მლნ. შეიტანა 2013 დან 2017 წლამდე.

2015 წელს გეითსმა $17 მილიონით დააფინანსა Beyond Meat. რომელიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებს.

კიდევ ერთი “ვეგეტარიანული” სტარტაპი Memphis Meats რომელიც ცნობილია იმით, რომ ლაბორატორიულ პირობებში ქათმის ხორცი აწარმოა.

Business Insider-ს ცნობით უახლოეს წლებში ისინი დაასრულებენ კვლევებს და 2021 წლისათვის პროდუქტების მასიურ წარმოებას დაიწყებენ.

2017 წელს გეითსმა ამ კომპანიის დაფინანსებაშიც მიიღო მონაწილეობა და პროექტში $17 მილიონი ჩადო.

ნარჩენები

Waste Management – მესამე ზომით ჰოლდინგი, რომელიც ბილისა და მელინდა გეითსების ფონდს ეკუთვნის. 18,6 მილიონი აქცია, რომელიც $1,46 მლრდ. ღირებულებისაა და 5,7% შეადგენს ფონდის პორტფელში. 

Waste Management – ყველაზე მსხვილი მომწოდებელია ნარჩენების მართვის სისტემებში და ეკოლოგიურ სერვისებში. კომპანიას 21 მილიონი კლიენტი ყავს. კომპანია ნარჩენებს ენერგეტიკის და გაზის სფეროში.

კანადის ნაციონალური რკინიგზის კომპანია

ფონდის პროტფელში სიდიდით მე-4 ჰოლდინგი (5,5%) არის კანადის ნაციონალური რკინიგზის კომპანია. ფონდს 17,1 მილიონი აქცია აქვს $1,42 მლრდ. ღირებულების.

კანადის ნაციონალური რკინიგზა უზრუნველყოფს კომპლექსურ სატრანსპორტო მომსახურებას, რომელთა შორისაცაა სარკინგზო გადაზიდვები. უმთავრესად კომპანია ნავთობპროდუქტებს, ხორბალს, ნახშირს მეტალებს და ავტომობილებს გადაზიდავს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $61.7 მილიარდს შეადგენს.

პრეზერვატივები

2013 წელს ფოდმა მეციერები $100 000 დოლარით დააჯილდოვა, რომლებმაც უფრო გამძლე და თხელი პრეზერვატივებისთვის ახალი მატერიალი გამოიგონეს.

ლატექსში ახალ ნივთიერება გრაფენს ამატებენ, რომელიც ყველაზე თხელი და მყარი მატერიალია და პირველად 2004 წელს მანჩესტერის უნივერსიტეტში გამოიგონეს .

პეტიციები

Change.org: საიტი, რომელსაც 150 მილონზე მეტი მომხმარებელი ყავს 196 ქვეყანაში. 2014 წელს დაფინანსების მე-3 რაუნდში მათ $30 მილიონი მიიღეს გეითსისა და სხვა დამფინანსებლებისგან. საიტზე მომხმარებლეს შეუძლია პეტიციის შექმნა სხვა და სხვა მოთხოვნებით.

წყალი ფეკალური მასებისგან

2015 წელს გეითსმა ინვესტირება მოახდინა საპილოტო პროექტში Omniprocessor – რომელიც ადამიანის ფეკალიების წყლად გადამუშავებაზე მუშაობს. ტექნოლოგიის პრეზენტაციის მიზნით მილიარდერმა ფეკალური მასისგან მიღებული წყალი დალია.

ენერგეტიკა

2015 წელს ბილ გეითსმა და მარკ ცუკერბეგმა შექმნეს ფონდი Breakthrough Energy Coalition, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს და დააფინანსებს სუფთა ალტენატიული ენერგეტიკის მიმართულებით.

ხელმისაწვდომი და საიმედო ენერგია მსოფლიოში ყველაზე ღარიბ ქვეყნებს  საშუალბას მისცემს მეტი საკვები შეიქმნას, გახსნას უფრო მეტი სკოლა, საავადმყოფო და საწარმოო. აღჭურვოს ყველა სახლი პროდუქტების ეფექტური შენახვის საშუალებებით (მაცივრები) და მისცემს წვდომას ყველ იმ სიკეთეზე, რომელიც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

ბილ გეითსი

2018 წელს გეითსმა ინვესტიცია EtaGen სტარტაპში განახორციელა, რომელიც მაღალეფექტურ გენერატორებს აწარმოებს შენობების ენერგომომარაგებისთვის.

2012 წელს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შენონ მილერმა MIT Tech Review-თან ინტერვიუში თქვა, რომ EtaGen-ის ძრავები იყენებენ 25%-ით ნაკლებ საწვავს, როგორიცაა ბუნებივი აირი ან დიზელი, ვიდრე ტრადიციული გაზის გენერატორები.

2010 წელს დაარსებულმა კომპანიამ $133 მილიონი დაფინანსება მოიპოვა. ბილ გეითსამ და სხვა ინვესტორებმა მასში $83 მილონი დოლარი ჩადეს ინვესტირების მე-3 რაუნდის ფარგლებში 2018 წელს.

კიდევ ერთი ენერგეტიკასთან დაკავშირებული პროექტია Varentec. მისი მიზანია ქალაქის ელექტროსისტემებს ეფექტურ მუშაობაში დაეხმაროს. სტარტფპი ამტკიცებს, რომ მისი მოწყობილობები კომუნალური მომსახურების ოპერატორებს დაეხმარება შეამცირონ ძაბვის ხარჯები, მართოს კვების პიკური მოხმარებეა და თავი აარიდოს გადატვირთვებს. ამ სტარტაპში გეითსმა 2014-15 წლებში ჩადო ფული. დღეისათვის კომპანიამ $41,9 მლნ. კაპიტალი მიიზიდა.

კიბოს დიაგნოსტიკა

2016 წელს დაარსდა კომპანია Grail, რომელიც სისხლის ანალიზით კიბოს ადრეულ სტადიებში აღმოჩენაზე მუშაობს. 

2016 წელსვე კომპანია რამდენიმე მსხვილმა ფილანტროპმა დააფინასა, რომელთა შორისაა გეითსი, ჯეფ ბეზოსი და Google Ventures. პირველ ეტაპზე $100 მლნ. შეგროვდა და დრეისთვის ინვესტიციების რაოდენობა $1,2 მლრდ. აჭარბებს.

კრიპტოვალუტები

ბილისა და მელინდა გეითსების ფონდმა 2017 წელს კრიპტოპროექტ Ripple-ს დაუჭირეს მხარი. ფონდმა Rupple Interledger ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო Push მობილური გადახდებსათვის.

2017 წლის ოქტომბერში ტორონტოში Ripple Swell კონფერენციაზე შეიკრიბნენ მსხვილი კორპორაციების სპიკერებია და ფინანსური დაწესებულებები, რომ ინვესტორებისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიები გაეცნოთ. ამ კონფერენციაზე განაცხადეს, რომ გეითსების ფონდი Ripple-გამოიყენებს თავის Level one project-ში.

პრლატფორმა Mojaloop, რომელიც პრიექტში გამოიყენება საშუალებას იძლევა თანხა ნებისმიერ ანგარშზე გადავრიცხოთ – თუნდაც მომხმარებლის ბანკის ფარგლებს მიღმა ან გარეშე მობილური ოპერატორის საშუალებით.

Mojaloop ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა ღია წყარო კოდით ფინანსური სერვისებისათვის, სმათავრობო რეგულატორებისთვის და სხვა პირებისთვის, რომლებსაც თანამოქმედების და ფინანსური მონაწილეობის პრობლემები აქვთ.

სერვისი Ripple, Dwolla, ModusBox, Software Goup და Crosslate Technologie-ის თანამონაწილეობით შეიმუშავეს. გეითსების ფონდმა ფინანსირება Level one პროექტის ფარგლებში მოახდინეს.

Mojaloop-ს შეუძლია სწრაფად გადარიცხოს ვალუტა თავისი ქსელის საშუალებით Ripple-ისა და მისი ციფრული ვალუტის XRP-ის დახმარებით.

ინტერვიუ Bloomberg-თან 2016 წელს სადაც გეითსმა თქვა, რომ ციფრული ვალუტები სიღარიბის დაძლევაში დაგვეხმარება.

ეს მართაც ციფრული რევოლუციაა. ყველაზე ღარიბები ადრე ყიდულობდნენ ძროხებს და ფულს მატრასის ქვეშ ინახავდნენ. ახლა მათ მობილური ტელეფონები აქვთ. ეს იმედის მომცემია.

ბილ გეითსი

ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობა

2017 წლის ნოემბერში გეითსების ფონდის დაფინანსების გარდა მილიარდერმა თავისი სახსრებიდან $50 მილიარდი გაიღო ალცჰეიმერის დიაგნოსტიკის ფონდისთვის. უფრო ადრე $50 მილიარდამდე ჩაიდო სტარტაპებში, რომელიც ალცჰეიმერის და სხვა ტვინის დაავადებებს იკვლევს.

Reuters-ის ინფორმაციით გითსისათვის ეს პირადული საკითხია, რადგანაც  ამ დაავადებების მსხვერპლი  მისი ახლობლები არიან.

ეს დიდი პრობლემაა, რომელიც სწრაფად იზრდება, ტრაგედიის მასშტაბები – თუნდაც ხალხისთვის, რომლებიც ცოცხლები არიან ძალიან დიდია. ბილ გეითსი

მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში გაწეული სამეცნიერო კვლვებისა ჯერ კიდევ არ არსებობს მკურნალობა, რომელიც ალცჰეიმერის დაავადების პროგრესირებას შეანლებს. არსებული პრეპარატები მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქებას ახერხებს.

“ჭკვიანი” ქალაქი

2017 წე;ს გეითსის ერთ ერთმა ფირმამ ინვესტიცია განახორციელა “ჭკვიანი” ქალაქის ბელმონტის განვითარებაში, რომელიც არიზონას შტატში ფენიქსთან ახლოს მდებარეობს. ბელმონტი აშენდება I-11 ავტოსტრადის გასწვრივ, რომელიც რენოსა და მექსიკას დააკავშრებს და ასევე ქალაქს ფენიქსთან და ლას-ვეგასთან.

ქალაქის ფართობი 101 კვ. კილომეტრია, რომლიდანაც 15,4 კვ. კმ. საოფისე, კომერციული და სავაჭრო ფართობია, 1,9 კვ. კმ. სახელმწიფო სკოლებისთვის და 80 ათასი ერთეული საცხოვრებელი სახლისთვის. მილიარდერის საინვესტიციო ჯგუფი Cascade Investment-მა$80 მილიონი გადაიხადა განვითარებაში.

გრიპი

2018 წელის აპრილში გეითსმა Google-ის თანადამფძნებელთან ლარი პეიჯთან ერთად $20 მილიონი გამოყვენს გრიპის უნივერსალური ვაქცინის შესაქმნელად. მან თქვა, რომ თანხები
 $2 მილონამდე  გრანტების სახით გაიცემა “თამამი და ინოვაციური” პროექტებისთვის, რომლებსაც კლინიკური ცდები 2021 წლისთვის უნდა დაიწყონ.

ბიოტექნოლოგიები და კბილები

Phase Scientific – ჩინური ბიოტქნოლოგიური სტარტაპია, როელმაც 2018 წელს $10 მილიონზე მეტი დაფინანსება მიიღო მხარდამჭერებისგან, რომელთა შორისაც არის გეითსების ფონდი.

სტარტაპის იდეაა აამაღლოს ბიოლოგიური დიაგნოსტიკის სიზუსტე. პირველი დიგანოსტიკური პროდუქტი იქნება კბილების განადგურების რისკების აღმოჩენა. ვარაუდობემ რომ მისი გამოყენება ნებისმიერ ადგილას იქნება შესაძლებელი სპეციალურად მომზადებული პერსონალის და ელექტრო კვების გარეშე. სატესტო კრებული მომხმარებელს კარიესის რისკების შესახებ შეატყობინებს და ბაქტერიების კონცენტრაციის ადგილებს აღმოაჩენს.

ნიგერიის ჯანდაცვა

ბილ გეითსმა 2018 წლის მარტფში განაცხადა, რომ მისმა ფონდა $1 მილიარდზე მეტი ჩადო ნიგერიის ჯანდაცვის სისტემაში.

გეითსმა თქვა, რომ ფონდი ასევე განიხილავს ნიგერიის ჯანდაცვის მინისტრთან საკითხს, თუ როგორ მოახდინონ ვაქცინების ადგილზე წარმოების უზრუნველყოფა. მან მოუწოდა მთავრობას აიძულოს კერძო სექტორი დახმარება აღმოუჩინონ მათ ამ საკითხის მოგვარებაში.

ნიგერიის ფინანსთა მინისტრმა კემი ადეუსონმა მადლობა გადაუხადა ფონდს ინვესტიციებისთვის ვაქციანში და სხვა პირველადი დახმარების სერვისების განვითარებისთვის ქვეყანაში.

სუპერძროხა

2018 წლის დასაწყისში გეითსმა გადაწყვიტა $40 მილიონი დაეხარჯა “იდეალური ძროხის” შემქნაში, რომელიც ევროპული და ფრიკული ჯიშების შევარებით უნდა გამოიყვანონ.  ჩაფიქრებული ძროხა ბევრ რძეს იძლეოდეს იქნება და გარემოს მაღალ ტემპერატურასაც აიტანს ძროხავს ბრიტანული არაკომერციული ორგანიზაცია GALVmed ქმნის.

აქ ყოველი ჩადებული დოლარის ეფექტურობა ძალიან მაღალია. ჩენ შეგვიძლია მივიღოთ ძროხა, რომელიც იგივე სიცოცხლისუნარიანობით შეძლებს ოთხჯერ მეტი რძის მოცემას. ბილ გეითსი

მუტანტი კოღოები

გენმოდიფიცირებული კოღობეი სხვა კოღოებს დახოცავენ. კოღები მხოლოდ მამრობითი სქესის იქნებიან და თავის გენს გადასცემენ შემდეგ თაობებს ჩვეულებრივი შეჯვარებით.

განთლება

2018 წელს გეითსმა $460 მილიონი ჩადო საგანმანათლებლო პროგრამებში მთელი ამერიკის მასშტაბით. ფული 5 წლის განმავლობაში დაიხარჯება და მცირე შემოსავლების მქონე სტუდენტებს და უმცირესობებს მოხმარდება კოლეჯში სწავლის დასაწყებად.

წინა სტატიაApple-მა macOS Mojave ოფიციალურად გამოუშვა
შემდეგი სტატიააუქციონის შედეგები 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ამოწურვადი რესურსით სარგებლობისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი