საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ორდღიან პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიურ სამიტს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში პოლონეთიდან მოწვეულნი იყვნენ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები და სტარტაპები.

სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელობამ უმასპინძლა, მათ დაათვალიერეს ტექნოპარკი და გაეცნენ სააგენტოში მიმდინარე პროექტებს.

ორი დღის განმავლობაში ტექნოლოგიურ სამიტზე ისეთი საკითხები იქნება განხილული, როგორიცაა: პოლონეთში არსებული საინვესტიციო პოტენციალი, სტარტაპებისთვის პოლონეთში ხელმისაწვდომი პროგრამები და კერძო კაპიტალის მოზიდვის ხერხები.

აღსანიშნავია, რომ ქართველ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროექტების პრეზენტაციით პოლონელი ინვესტორების წინაშე წარსდგნენ.

ღონისძიების მიზანია გამოცდილების გაზიარება ინოვაციების ეკოსისტემის მიმართულებით და ქართველი სტარტაპების პოლონელ ინვესტორებთან დაკავშირება.

პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიური სამიტის ორგანიზატორები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), Foundation for Technology Entrepreneurship (FPT) და Foundation Coalition for Polish Innovations (KPI).

წინა სტატიაევროპის ინოვაციების აკადემია ქართველი მონაწილეები
შემდეგი სტატიაქართული კრიპტოვალუტა – AISI COIN-ი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი