ქართული კრიპტოვალუტა – AISI COIN-ი უკვე რამდენიმე დღეა Waves Platform DEX-ზე იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს მისი სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლის საშუალება ეძლევათ.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ინვესტიციები, რომელიც AISI COIN-ის საინვესტიციო პლატფორმის მეშვეობით განხორციელდება, ლარში დააგენერირებს მოთხოვნას, რაც კურსის სტაბილურობას უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში და პლუს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს, რასაც ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ეკონომიკური ზრდა მოსდევს.

Waves DEX- არის ბოლომდე დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტური ბირჟა, რომელზეც ისეთი პოპულარული ვალუტებია განთავსებული, როგორიცაა Waves, Bitcoin, Ethereum, Litecoin, Zcash, Monero, Bitcoin cash და Dash. მას აქვს მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი, გააჩნია ფიატური ვალუტების მხარდაჭერა, უმაღლეს დონეზეა დაცული უსაფრთხოება, აქვს კრიპტოვალტურებისა და სავაჭრო წყვილების მრავალფეროვანი არჩევანი და დაბალი საკომისიო (0.003 Waves)

წინა სტატიაორდღიანი პოლონეთ-საქართველოს ტექნოლოგიური სამიტი
შემდეგი სტატიაLightroom დამწყებთათვის (ნაწილი 3)

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი