პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიამ 90 მილიონი მომხმარებლის სესია გააუქმა და მათ ხელახლა მოუწიათ სერვისზე ავტორიზაცია.

Facebook-ის გუნდმა აღმოაჩინა და გაანეიტრალა მოწყვალობა, რომელიც სოციალური ქსელის თითქმის 50 მილიონამდე მომხმარებელს ეხებოდა. ამის შესახებ მათ განცხადებაშია ნათქვამი.

Facebook-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საუბარია “View As” ფუნქციონალზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მისი პროფილი ნახოს ისე, როგორც სხვები ხედავენ. მოწყვლადობის საშუალებით ბოროტმოქმედებმა მოიპრეს წვდომის თოქენები – ციფრული გასაღებები, რომლითაც მომხმარებლის სისტემაში ხელმეორედ ავტორიზაციის გავლა არის შესაძლებელი. ამ თოქენების საშუალებით ჰაკერები შეძლებდნენ სხვისი ანგარიშებით სარგებლობას.

კომპანიამ უკვე მიმართა სმართალდამცავ ორგანოებს და მათ შორის ა.შ.შ-ს ფედერალური გამოძიებების ბიუროსაც. მათ გაანულს 50 მილიონი მომხმარებლის თოქენი და კიდევ 40 მილიონის განულებას აპირებენ. განულების შემდეგ მომხამრებლებს Facebook-ზე ავტორიზაციის ხელახლა გავლა მოუწევთ. განულების პროცესმა საქართველოდან დარეგისტრირებულ მომხმარებლებზეც იმოქმედა და სოციალური ქსელის ქართულ გჯუფებში უკვე აქტიურად საუბრობენ ამის შესახებ.

Facebook-მა ასევე დროებით გამორთო “View As” ფუნქცია, რომელიც ინციდენტის გამოძიების პროცესში არ იმუშავებს. კომპანიის წარმომადგენლები ამობენ, რომ გამოძიება ჯერ კიდევ იწყება და გაურკვეველია მოხდა თუ არა მომხმარებლების პირადი მონაცემების კომპრომეტირება. Facebook-ში ჯერ კიდევ არ იციან ვინ დგას და რომელი ქვეყნიდან განხორციელდა შეტევა.

როგორც Facebook-ში განმარტავენ მოწყვლადობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ 2017 წლის ივლისში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს ვიდეოს ატვირთვის ფუნქციონალში და ამან “View As” ფუნქცინალზე იქონია ზეგავლენა.

Facebook-ში ხაზგასმით თქვეს, რომ მომხმარებლებისთვის არ არის აუცილებელი პაროლების შეცვლა. თუ სოციალური ქსელი აღმოაჩენს, რომ სხვა მომხმარებლებიც საფრთხის ქვეშ არიან, მათთვისაც გაანულებს თოქენებს.

უსაფრთხოების აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მარკ ცუკერბერგმა თავის პირად კედელზე შემდეგი შეტყობინება გამოაქვეყნა:

წინა სტატიაქართულ ბაზარზე QR (Quick Response) გადახდები დაინერგა
შემდეგი სტატიაUG Startup Factory-ში აზროვნების დიზაინის კრეათონი გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი