6-7 ოქტომბერს, კრეატიული განვითარების ცენტრი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოთან თანამშრომლობით – აზროვნების დიზაინის კრეათონს გამართავს.

ღონისძიება რამდენიმე ეტაპისგან შედგება:
პირველ ეტაპზე, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ არსებულ ან ახალ იდეებზე, ჩამოაყალიბონ გუნდები და გახდნენ პროექტის მონაწილეები.


პროექტის შემდგომ ეტაპზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ 5 კვირიან სატრენინგო პროგრამაში, გაიარონ კონსულტაცია მენტორებთან, შექმნან პროტოტიპები საკუთარი იდეის გარშემო და წარუდგინონ პროტოტიპები ფართო საზოგადოებას.

აზროვნების დიზაინი კრეატიული იდეების გენერირების თანამედროვე ტრენდული მეთოდოლოგიაა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ განავითაროთ იდეები და აქციოთ ისინი რეალურ პტოტოტიპებად, დატესტოთ და მოემზადოთ თქვენი ბიზნესის დაწყებისთვის.

მონაწილეობის მსურველებმა 3 ოქტომბრამდე შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

აღსანიშნავია, რომ კრეათონის მხარდამჭერი მასპინძელია – UG Startup Factory.

წინა სტატიაFacebook-ის უსაფრთხოების პრობლემამ 50 მილიონამდე მომხმარებლის ანგარიშს შეუქმნა საფრთხე
შემდეგი სტატიასაქართველში მაღალტექნოლოგიური სამეწარმეო მშენებლობა დაიწყება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი