მომავალი წლის პირველი იანვრიდან ეკონომიკური თანაშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 34 ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში კომპანიების და საბანკო ანგარიშების ონლაინ-რეგისტრაციას, ისე, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწევთ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადეს.
საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის საგადასახადო ტვირთისმაჩვენებლით მეცხრე ადგილზეა. ამ გადასახადის მაჩვენებელი კი OECD-ის წევრ სახელმწიფოებში ბევრად მაღალია. შესაბამისად,საქართველო ხელსაყრელ მდგომარეობაშია. ფინანსთა მინისტრისგანცხადებით, OECD-ის ორგანიზაციაში 35 წევრი ქვეყანაა, თუმცა საქართველო მხოლოდ 34 მათგანთან გააფორმებს ხელშეკრულებას.
“მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ელექტრონულირეზიდენტობის პრაქტიკა საქართველოს აძლევს უნიკალურშესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფინანსური ცენტრი მთელირეგიონისთვის” – განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე რამდენიმე მსგავსიმასშტაბის ინიციატივას წარუდგენს ბიზნესმენებს.