საქართველოს ბანკის საერთაშორისო პროგრამა – Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პროგრამის ფინალურ ეტაპზე 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთაგან 2 გამარჯვებული ჟიურიმ დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა.

Social Impact Award-ის გამარჯვებულები:

  • Airadi – ჭკვიანი მაჯის საათი
  • ჩუ – სამაგიდო თამაში
  • Gamo – დამგზავრების აპლიკაცია მძღოლებისა და მგზავრებისთვის

სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან. გარდა ამისა ისინი მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა.

საერთაშორისო სამიტის ფარგლებში, 6-10 ნოემბერს თბილისს 25 ქვეყნიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის გამარჯვებული გუნდები, საერთაშორისო მენტორები და სპიკერები, ასევე პროგრამის საერთაშორისო პარტნიორები.

Impact Hub Tbilisi უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას – Social Impact Award, რომელშიც 25 ქვეყანაა ჩართული და ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.

წელს პროგრამის ფარგლებში ვორქშოფები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, რომელსაც 200-მდე სტუდენტი დაესწრო.

პროგრამა Social Impact Award-ის პარტნიორები არიან: ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.

წინა სტატიაTokyo Game Show 2018-ზე ქართული თამაში SLICE წარდგა
შემდეგი სტატიაWi-Fi Alliance-მა უსადენო კავშირის ტექნოლოგიის თაოებების ახალი მარკირება შემოიღო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი