ძალიან მალე მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებზე საუბრისას არ გამოვიყენებთ Wi-Fi 802.11ac-ს არამედ მივუთითებთ Wi-Fi 5-ს.

Wi-Fi Alliance-მა გადაწყვიტან ციფრებითადა ასოებით აღნივნაზე უარი თქვას და უფრო მარტივი და გასაგები კლასიფიკაცია გამოიყენოს. ორგანიზაციამ გადაწყვიტა Wi-Fi-ს ყოველ თაობას რიგითი ნომერი მიანიჭოს. ასე და ამგვარად მიმდინარე სპეციფიკაცია Wi-Fi 802.11ac გახდა Wi-Fi 5, ხოლო Wi-Fi 802.11ax, რომელიც მომავალ წელს გამოვა Wi-Fi 6 სახელწოდებას მიიღებს.

Wi-Fi-ს წინა სტანდარტები, როგორიცაა Wi-Fi 802.11n აღნიშნული იქნება Wi-Fi 4-ით ხოლოდ უფრო ძველი ვერსიები b/a/g რომლებიც მასიურად არ გამოიყენება პირობითად Wi-Fi 1, 2 და 3 აღნიშნვნებს მიიღებენ.

სახელების ახალი სისტემა მომხმარებლებს სერიოზულად გაუმარტივებს საქმეს, რადგანაც რაც უფრო მეტი იქნება ვერსიის აღმნიშვნელი ციფრი მით უკეთესი კავშირის შესაძლებლობას მივიღებთ. გარდა ამისა Wi-Fi Alliance იმედოვნებს, რომ ეს სისტემა გამოყენებული იქნება Wi-Fi ქსელების აღნიშვნისას, რომ მომხმარებელმა შეძლოს ხელმისაწვდომი ქსელებიდან მისთვის სასურველის არჩევა.

წინა სტატიაპროგრამა – Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოში გრაფენის ბატარეების საწარმოს დაარსდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი