Android აპლიკაციების მიერ ძველი პლატფორმების მხარდაჭერა საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება, თუმცა უმრავლესობა აპლიკაციებისა დღეისათვის მინიმუმ Android 5.0-სა და უფრო ახალ ვერსიას ითხოვს. ამავდროულად იშვიათი არ არის Android 4.1 4.3 (Jelly Bean) მხარდაჭერის მქონე აპლიაციებიც. მათ შორის იყოს Google Chrome, რომელიც ყველაზე პოპულარული ბრაუზერია პლატფორმაზე. ძალიან მალე Chrome არ იქნება მხარდაჭერილი პლატფორმის Jelly Bean ვერსიებზე.

თუ დავაკვირდებით Android-ის ვერსიების დისტრიბუციას, 4.1-4.3 ჯერ კიდევ არის 3.5% სმარტფონებზე. 1 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე პლატფორმისთვის ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. თუნდაც ამ პატარა ცვლილებამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მომხმარებლებზე. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის შეწყდება Jelly Bean-ის მხარდაჭერა მაგრამ ეს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოხდება. 

წინა სტატიაMicrosoft-მა ოქტომბრის განახლების გავრცელება შეწყვიტა
შემდეგი სტატიაGeorgeEagle Studio-მ საშინელებათა ჟანრის თამაში გამოუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი