WSJ-ის მონაცემებით კომპანიამ აღმოაჩინა და რამდენიმე თვე არ ამხელდა მოწყვლადობას, რომ თავიდან აერიდებინა რეპუტაციის შელახვა და რეგულატორების დაინტერესება.

Google დახურავს სოციალურ ქსელს ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის 2019 წლის აგვისტოში. სერვისის კორპორაციული ვერსია გაარძელებს მუშაობს G Suite პაკეტის შემადგენლობაში. ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

Google-მა აღიარა, რომ 2011 წელს გაშვებული სოციალური ქსელი ვერ გახდა პოპულარუი მომხმარებლებს შორის. სერვისზე შესვლის ხანგრძლივობა 90% მომხმარებლების მხრიდან 5 წამზე ნაკლებია. ბოლო თვებბში კომპანია შემოგვთავაზებს პირადი მონაცემების სისტემიდან ჩამოტვირთვის საშუალებასაც.

გრადა ამისა კომპანიამ პერსონალური მონაცემების დაცვის საფრთხეზეც ისაუბრა, რომელიც Google-ისა და Android-ის მომხმარებლებს ეხება. 2018 წელის დასაწყისიდან Google Project Strobe-მა შეამოწმა თუ რა მონაცემებზე აქვს წვდომა გარეშე დეველოპერებს Google-ის API-ს საშუალებით.

შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ Google+ API-ში არის შეცდომა, რომელიც გარეშე დეველოპერებს წვდომას აძლევდა მომხმარებლების პროფილში არსებულ არა საჯარო ინფორმაციაზე. ინფორმაცია მოიცავს მომხმარებლის სახელს, ელ-ფოსტის მისამართს, ასაკს, პროფილის ფოტოს. Google-ში ამბობენ, რომ პირად მიმოწერებზე და ტელეფონის ნომრებზე წვდომა მათ არ მიუღიათ.

2018 წლის მარტში ეს შეცდომა გამოსწორდა და მათი მონაცემებით 500 000 მომხმარებლის მონაცემები იქნა დაცული არასანქცირებული წვდომისგან, თუმცა კვლევისას აღმოჩნდა, რომ გარეშე დეველოპერები მათთვის ხელმისაწვდომ პირად მონაცემებს უკვე იყენებდნენ.

Google-ის ოფიციალურ განცხადებამდე The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ Google რამდენიმე თვის განმავლობაში არ მალავდა ინფორმაციას მოწყვლადობის შესახებ, რითაც უფრთხილდებოდა პრუტაციის შელახვასა და ირიდებდა ზედმეტ ინტერესს რეგუატორების მხრიდან.

გამოცემის ინფორმაციით გარეშე დეველოპერებს პოტენციურად ქონდათ წვდომა პირად მონაცემებზე 2015 წლიდან 2018 წლის მარტამდე, მანამ სანამ Google-მა არ აღმოჩინა გაჟონვა და არ გამოასწორა პრობლემა. 


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here