საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია – Glovo უკვე საქართველოშია.

მსოფლიოს 67 ქალაქის შემდეგ, Glovo-ს საშუალებით, ახლა უკვე შესაძლებელია თბილისიდან, ვირტუალურად მოგზაურობა და ნებისმიერი პროდუქტის შეძენა.

Glovo – ეს აპლიკაცია ტექნოლოგიური მარკეტია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის მასშტაბით, შეუკვეთონ, მიიღონ და გაგზავნონ ნებისმიერი პროდუქტი.

პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიიდან, აპლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი საკვები, საყოფაცხოვრებო და ფარმაცევტული პროდუქტები, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კატეგორიის ნივთის შეძენაც.

გარდა ამისა, კურიერის მომსახურება საშუალებას იძლევა, ადრესატს ყველაფერი ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაეცეს.

Glovo ბარსელონაში წამოწყებული სტარტაპია, რომელმაც ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო და დღეს უკვე მსოფლიოს 3 კონტინენტის 20 ქვეყანაშია (ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, თურქეთი, მაროკო, ეგვიპტე, პანამა, კოსტა-რიკა, არგენტინა, პერუ, ბრაზილია) ხელმისაწვდომი.

წინა სტატიატექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ხიდების და გვირაბების ტესტირების ლაბორატორია მოეწყობა
შემდეგი სტატიაფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე GITA-ს სტენდი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა და თბილისის მერმა დაათვალიერეს

2 კომენტარი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი