ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  სტენდი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერეს.

სტუმრებს მასპინძლობა ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ გაუწია.

ტექნოპარკის ინოვაციური სტენდი შესაძლებლობას აძლევს დამთვალიერებელს ვირტუალურ რეალობაში იმოგზაუროს. ვიდეო წარმოადგენს 360 გრადუსით გადაღებულ კადრებსა და მასში ინტეგრირებულ გრაფიკას, სიუჟეტში აღწერილია  სამი ქართველი ინოვატორის ისტორია.

ინოვაციების სააგენტოს სტენდთან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრებს სტარტაპი ლინგვინგიც დახვდა, რომელიც უცხო ენების შემსწავლელ ვებ პლატფორმას ქმნის. მისი გამოყენებით მომხმარებელს შეეძლება სრულიად დამოუკიდებლად ისწავლოს უცხო ენები ვებ ტექნოლოგიების გამოყენებით.

წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

წინა სტატიაGlovo უკვე საქართველოშია
შემდეგი სტატიადირსიში სტარტაპებისთვისა და მეწარმეებისთვის სამუშაო სივრცე მოეწყობა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი