2018 წელს Samsung-ის ფლაგმანურმა სერიაბმა არც ისე დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვიეს განსხვავებით სხვა ბრენდებისგან, მოკლედ ყველაფერი “WOW” ეფექტის გარეშე წარიმართა. ჩინურმა ბრენდებმა ყველაზე პატარა ჩარჩოები და კამერების დიდი რაოდენობაც უპრობლემოდ აჩვენეს.

Samsung-მა გადაწყვიტა სიახლეები და ექსპერიმენტები ფლაგმანებზე არ გამოსცადოს და არჩევანი საშუალო კლასის მოდელზე გააკეთა. მსოფლიოში პირველი სმარტფონი 4 მთავარი კამერით და ორი წინა კამერით ოფიციალურად გამოვიდა.

ანონსი მალაიზიაში გაკეთდა, რაც იმაზე მიანინშნებს, რომ კონკურენციას სმარტფონი აზიურ ბაზარზე გაწვს და მისი სამიზნე Huawei/Honor, Xiaomi, ZTE და სხვა ბრენდებია. Samsung-ის ჩანაფიქრით A9 – კონკურენციას Xiaomi Mi8 ან Huawei nova 3-ის მსგავს საშუალო კლასის სმარტფონებს გაუწევს.

A9 2018-ს 6,3 დიუმიანი Super AMOLED ეკრანი აქვს Always On Display ტექნოლოგიით და აღჭურვილია IP68 სტანდარტის შესაბამისი დაცვით წყლისა და მტვრისაგან. სმარტფონს დიდი მოცულობის აკუმლატორი, წრაფი და უკაბელო დამუხტვა და მთავარი სიახლე – კამერების სიმრავლე გადაღების სხვა და სხვა რეჟიმებისათვის. 

კამერების ბლოკი კორპუსიდან გამოშვერილია და ერთი შეხედვით Huawei Mate 20-ის კვადრატულ მოდულს წააგავს. 

მოდულების ტექნიკური მონაცემები:

  • მთავარ მოდულს 24 მეგაპიქსელიანი გარჩევადობა აქვს f /1.7  დიაფრაგმა ოპტიკური სტაბილიზაციით. სწორედ ეს მოდული გამოიყენება რეჟიმების უმეტესობაში. ოპტიკური სტაბილიზაცია. კამერა უფრო სუსტიავ ვიდრე Galaxy S9-ში და არ აქვს რეგულირებადი დიაფრაგმა.
  • მეორე მოდული არის 8 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი ლინზით, რომელსაც 120 გრადუსიანი ხედვის კუთხე აქვს, f/2.4 დიაფრაგმა. საჭიროა სურთებისთვის სადაც პეიზაჟები, დიდი ობიექტები და ა.შ. უნდა გამოისახოს. რეჟიმს არ აქვს ავტომატური ფოკუსი რითაც ვერ უწევს კონკურენციას იგივე ფუნქციონალის მქონე LG G7 ან V40-ს, რომელსაც ავტოფოკუსიც აქვს და კადრის კუთხეებშიც არ ამახინჯებს გამოსახულებას.
  • მესამე მოდული – დამხმარეა 5 მეგაპიქსელით f/2,2 დიაფრაგმით და ფიქსირებული ფოკუსით. ეს კამერა სიღრმეს აფიქსირებს ცოცხალი ფოკუსირებისთვის როგორიცაა პორტრეტული რეჟიმი სადაც ფონი იბლარება.
  • მეოთხე მოდული 10 მეგაპიქსელიანია f/2,2 დიაფრაგმით და ტელეობიექტივით, რომელსაც გაორმაგებული ფოკუსური მანძილი აქვს და 2-მაგი ოპტიკური გადიდება შეუძლია. ამ ობიექტივს ასევე არ აქვს ავტოფოკუსი, ამიტომაც ცუდი განათების ან რთული პირობების შემთხვევაში მისით გადაღებული ფოტოები არ გამოვა საუკეთესო ხარისხის.

4 მთავარ კამერას Galaxy A9-ში ემატება ძალიან კარგი 24 მეგაპიქსელიანი წინა კამერა. ძვირადღირებული ფლაგმანების მსგავსად მასში შესაძლებელია ანიმოჯის გამოყენება .

კორპუსი შუშისა და მეტალისგან არის დამზადებული რაც დღს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო განსაკუთრებულად კარგია საშუალო კატეგორიაში IP68 სტანდარტის დაცვა ფლაგმანების მსგავსად. აღსანიშნავია, რომ ეს სტანდარტი არ არის Huawei/Honor-ის ან Xiaomi-ს იგივე კლასის სმარტფონებში. ასე რომ წყლისაგან დაცვა A9-ის ძლიერი უპირატესობაა იმის გათვალისწინებით, რომ მათ 3.5 მმ. აუდიო ჯეკი არ ამოუღიათ კონფიგურაციიდან.

სმარტფონს ჩარჩოები აქვს და არც ისე თხელი. ეკრანის ნაპირები არ არის რკალისებული რითაც მისი დიზაინი მაქსიმალურად შორდება Galaxy S9/Note 9-ს. სხვა მხრივ Samsung ერთ ერთია კომპანიების მცირე რიცხვში, როელიც საერთოდ არ უშვებს ზევით ჩაჭრილი ეკრანის მქონე სმარტფონებს. A9-ში მათ არ ჩაჭრეს ეკრანი და ეს კარგია, რადგანაც არ იწვევს ჩინურ ბრენდებთან ასოციაციას, რომლებიც Apple-ს აკოპირებენ.

არის ფერების არჩევანიც: ცისფერი, შავი და ვარდისფერი. თითის ანაბეჭდების სკანერი კორპუსზე უკანაა მოთავსებული და ძალიან სწრაფად მუშაობს – განბლოკვას წამზე ნაკლები ჭირდება. სმარტოფნის კორპუსის ზომა  162,5 x 77 x 7,8 მმ-ია, ხოლო წონა 183 გრამი.

სმარტფონს 6,28 დიუმიანი Super AMOLED ეკრანი აქვს, 2200×1080პ გარჩევადობით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ Full HD+. კონკურენტების უმრავლესობას ამს სეგმენტში IPS ეკრანები აქვთ, რომლები მეტ ენერგიას მოიხმარენ. ფლაგმანების მსგავსად A9-ში “Always on Display” ტექნოლოგია გამოიყენება. 

სმარტფონი აგებულია Qualcomm Snapdragon 660 ჩიპსეტზე, რომელიც საშუალო-მაღალი კლასის წარმომადგენელია და მასზე წარმადი Snapdragon 855 და 710-ია მხოლოდ. ოპერატიული მეხსიერება საკმარისია და ის 6 გიგაბაიტია, არ არის პრობლემა შიდა მეხსიერებასთან, რომელიც 128 გიგაბაიტია. არის microSD ბარათების სლოტიც. ახალ მოწყობილობას NFC ჩიპიც აქვს Samsung Pay-ს მხარდაჭერით.

Galaxy A9 2018-ს 3800 მა/სთ აკუმლატორი აქვს და მასზე მეტი მოცულობა მხოლოდ Note 9-ს აქვს. მოწყობილობას ორი nanoSIM-ის მხარდაჭერა აქვს თუმცა რადიო მოდული მხოლოდ ერთი აქვს.




წინა სტატიადირსიში სტარტაპებისთვისა და მეწარმეებისთვის სამუშაო სივრცე მოეწყობა
შემდეგი სტატია“საქართველოსთან თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება” – ავსტრიის ელჩი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი