თბილისში 90 ელექტრო ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ავტოპარკი 2019 წლის ბოლომდე განახლდება.
„დღეს მოქმედი და ავტოხაზზე მომუშავე 560 ავტობუსი გვყავს და ასევე 134 სარეზერვი ავტობუსი. ამ მთლიანი მოცულობიდან 550 ავტობუსი არის ჩასანაცვლებელი ცალსახად. ეს პროექტი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება. 143 ახალი ავტობუსი უკვე დადის თბილისის ქუჩებში, 90 ავტობუსი 2019 წლის თებერვლიდან დაიწყებს შემოსვლას, ეს შესყიდვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. 220 ავტობუსის შესყიდვისთვის კვლევა არის ჩატარებული და უახლოეს დღეებში ტენდერიც გამოცხადდება. 150 ავტობუსთან დაკავშირებით, აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს დაფინანსებაზე მოლაპარაკებები და ეს არის გაზზე მომუშავე ავტობუსები. ასევე ვგეგმავთ დამატებით 90 ელექტრო ავტობუსის შემოყვანასაც. გრძელვადიან პროექტებს რაც შეეხება 2 წლის განმავლობაში იგეგმება კიდევ 200-300 ახალი ავტობუსის დამატება, იმიტომ რომ ქალაქი ამას ითხოვს როგორც ვუყურებთ და ამაზე მუშაობს მერია საერთაშორისო საკონსულატაციო ჯგუფთან ერთად სატრასპორტო სისტემის განვითარების მიმართულებით.“- აცხადებს თბილისის სატრასპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირმა არევაძე.