2-3-4 ნოემბერს ბათუმი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს, რომელიც განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარის რეგიონიდან.
სამდღიანი ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ.
სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან.
ბანაკში მონაწილეობისათვის, საჭიროა წინასწარი შესარჩევი კონკურსის გავლა. კონკურსში მონაწილეობისათვის, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 23 ოქტომბრამდე.
ბათუმში ახალგაზრდული ბანაკი იმართება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით, ბათუმის მთავრობის მხარდაჭერით.