2018 წელს კიბერდანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

2018 წელს კიბერდანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

tamar dzindzibadzetamar dzindzibadze

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს კიბერდანაშაულის რაოდენობა გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით, პირველ რვა თვეში დანაშაულის – 613 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა წელთან შედარებით 111%-ით არის გაზრდილი.

ამ ტიპის დანაშაულების ზრდასთან ერთად, შემცირებულია მათი გახსნის მაჩვენებელიც. 2018 წელს კიბერდანაშაულის თითქმის 90% გაუხსნელი რჩება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია:

• მუხლი 284 – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა;

• მუხლი 285 – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი პატიმრობაა;

• მუხლი 286 – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

Telegram-მა მესამე მხარის კლიენტების მომხმარებლების მონიშვნა დაიწყო. ასევე, მესენჯერმა მიიღო ხელოვნური ინტელექტის რედაქტორი და ბოტების ფაბრიკა
AI

Telegram-მა მესამე მხარის კლიენტების მომხმარებლების მონიშვნა დაიწყო. ასევე, მესენჯერმა მიიღო ხელოვნური ინტელექტის რედაქტორი და ბოტების ფაბრიკა

Bloomberg: Oracle შეიმუშავებს და უზრუნველყოფს TikTok-ის რეკომენდაციების ალგორითმის ახალი ამერიკული ვერსიის უსაფრთხოებას
ინტერნეტი

Bloomberg: Oracle შეიმუშავებს და უზრუნველყოფს TikTok-ის რეკომენდაციების ალგორითმის ახალი ამერიკული ვერსიის უსაფრთხოებას

ფინეთში სკოლებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალა
სოციალური ქსელები

ფინეთში სკოლებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალა

Telegram-ის განახლება: ფასიანი შეტყობინებები, ინფორმაცია თანამოსაუბრეების შესახებ და ტრანსლირება Chromecast-ის მეშვეობით
ინტერნეტი

Telegram-ის განახლება: ფასიანი შეტყობინებები, ინფორმაცია თანამოსაუბრეების შესახებ და ტრანსლირება Chromecast-ის მეშვეობით

YouTube-ში pop-up რეკლამა აღარ იქნება
Google

YouTube-ში pop-up რეკლამა აღარ იქნება

ინსტაგრამი ვებ ინტერფეისს ანახლებს
Instagram

ინსტაგრამი ვებ ინტერფეისს ანახლებს

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა