15 ოქტომბერს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში ცნობილმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა – სტივენ ფეარიმ საჯარო ლექცია გამართა თემაზე – ბიზნესისა და მეწარმეობის მნიშვნელობა საქართველოსთვის.

,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი.” – ამ სიტყვებით დაიწყო ცნობილმა ბრიტანელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა სტივენ ფეარიმ საჯარო ლექცია.

შეხვედრის ფარგლებში, სტივენ ფეარიმ განიხილა კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება იდეისგან შექმნა წარმატებული ბიზნესი, ასევე პრაქტიკული რჩევები მისცა დამსწრე საზოგადოებას – როგორ დავიწყოთ ახალი საქმე და გავაუმჯობესოთ არსებული საქმიანობა. გარდა ამისა, საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერი ასაკის მეწარმეს, მიაღწიოს წარმატებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

სტივენ ფეარი გახლავთ ინგლისელი მეწარმე, ბიზნესმენი, ფილანტროფი და ავტორი, დაახლოებით, ორმოცდაათწლიანი საერთაშორისო ბიზნესგამოცდილებით. ფეარს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „სატელეფონო ყუთის მილიონერს“. დღეისათვის, ფეარი სათავეში უდგას საკუთარი უძრავი ქონების იმპერიას და დაინტერესებულია სხვადასხვა ინდუსტრიით, მათ შორის მწვანე ტექნოლოგიებით, სასტუმროებით, საცხოვრებელის კეთილმოწყობითა და მწარმოებლობით. სტივენ ფეარი არის Fear Group-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც თავის ვაჟთან, ლეონ ფეართან ერთად მართავს. Fear Group დაინტერესებულია სტრატეგიული მიწის ფართობის ხელშეწყობით, საერთაშორისო საკუთრების განვითარებითა და ინვესტირებით.

წინა სტატიასტუდენტური IoT ჰაკათონის შედეგები
შემდეგი სტატია2018 წელს კიბერდანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი