12-14 ოქტომბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში -სტუდენტური IoT ჰაკათონი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისგან შემდგარმა 9 გუნდმა.

მათ დაურიგდათ Aruduino-ს მიკროკონტროლერები, სენსორების კომპლექტები, მცირე ენერგომოხმარების უკაბელო LoRaWan ქსელში ჩართვის აპარატურა და მიეცათ 48 საათი პროდუქტების მუშა პროტოტიპების შესაქმნელად.

ჰაკათონის გამარჯვებულები გახდნენ:

I. ადგილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

პროექტი – დენის მრიცხველიდან ანათვლების ავტომატური შეგროვება.

II. ადგილი – ეროვნული თავდაცვის აკადემია.

პროექტი – ირიგაციის „ჭკვიანი“ სისტემა.

III. ადგილი- თავისუფალი უნივერსიტეტი.

პროექტი – „ჭკვიანი“ პარკირების სისტემა.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდმა ორ გუნდს გადასცა პრიზები ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის მიმართულებით წარმოდგენილი პროექტებისთვის.

Geolab-მა და IT Academy Step Georgia-მა ორი გუნდისთვის უზრუნველყო, რამდენიმე თვიანი სტაჟირება, ხოლო www.c4ibs.com-მა ერთი გუნდი ნოემბერში თბილისში დაგეგმილი „ჭკვიანი სახლის და ჭკვიანი ქალაქის“ საერთაშორისო კონფერენციაზე დაპატიჟა.

Edison ქართულ ბაზარზე ცნობილია იმით, რომ შეუძლია შექმნას უმაღლესი ხარისხის Hardware: ჭკვიანი მოწყობილობები, გაჯეტები, IoT მოწყობილობები, აუტომატიზაციის სისტემები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვინტერესდებით იმ ახალგაზრდების იდეებით და მათი შესაძლებლობებით, რომლებიც ამ მიმართულებით ინტერესდებიან. პროექტზე ვნახე იდეები, რომლებიც კარგად იყო შესრულებული და აშკარად იგრძნობოდა ახალგაზრდების ნიჭიერება. ედისონის სახით, ასეთ ახალგაზრდებს მუდმივად ეყოლებათ მეგობარი, რომელიც ყოველთვის გვერდში დაუდგება კარგი და მნიშვნელოვანი იდეების შესრულების გზაზე.” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Edison-ის დამფუძნებელმა გივი ბერიძემ.

ჰაკათონი ორგანიზატორები იყვნენ Internet Society-ს საქართველოს წარმომადგენლობა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ხოლო დაფინანსება ერთობლივად უზრუნველყვეს საერთაშორისო ორგანიზაცია Internet Society, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო GITA და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდმა.

წინა სტატიაბათუმი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს
შემდეგი სტატია,,დემოკრატიულობა, ინოვაციურობა და მეწარმეობა – ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომლითაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, გახდეს ლიდერი.” – სტივენ ფეარი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი