შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის კონკურსში „ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისთვის“ გამარჯვებული გახდა – მაქსიმ იავიჩი.

მაქსიმი 33 წლის მათემატიკის დოქტორი, კომპიუტერული მეცნიერების პროფესორია. ის აქტიურად მუშაობს კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით, არის პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტში. აგრეთვე არის სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტიც. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

“ეს ჯილდო ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის იმის ინდიკატორი, რომ ჩემი სამუშაო ფასდება და მაძლევს უფრო მეტ მოტივაციას გავიდე უფრო საინტერესო სამეცნიერო შედეგებზე.” – გამაცხადა Navigator-თან საუბრისას მაქსიმ იავიჩმა.

კონკურსი საქართველოსა და საერთაშორისო მკვლევართა წახალისების იმართება, მათი აქტიური, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ჩართულობისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. ამასთან, გაწეული განსაკუთრებული მოღწევების დაფასებისთვის, საქართველოს მეცნიერებისა და ჩვენი ქვეყნის შესახებ კვლევების პოპულარიზაციისათვის.

კონკურსზე შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
სამეცნიერო პროდუქტიულობა
სამეცნიერო საქმიანობა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე
მეცნიერის მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში

წინა სტატიაGoogle Maps-ზე ელექტრომობილების დამტენი სადგურები გამოჩნდა
შემდეგი სტატიათინეიჯერი ვებდეველოპერი აბიტურიენტებს ინოვაციურ პლატფორმას სთავაზობს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი