Android სმარტფონების მსწარმოებლები ვალდებული იქნებიან Google-ს ლიცენზიური გადასახადი გადაუხადონ Play Store და სხვა Google-ის სერვისების მოწყობილობებზე დაყენებისათვის. გადასახადი ევროპაში გასაყიდ მოწყობილობებზე ვრცელდება.
Google-მა წესებსი შეცვლის შესახებ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებას ევროკომისიის მოთხოვნის შედმეგ მიიღო, რომლის თანახმადაც კომპანია 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმეზე საოპერაციო სისტემების ბაზარზე დომინირებისთვის.
ახალი წესები ეხება სმარტფონებსა და პლანშეტებს, რომლებშიც წინასწარ იქნება ჩატვირთული Google Mobile Services და გაიყიდება ევროპულ ეკონომიკურ ზონაში 2019 წლის 1 თებერვლიდან. ზონაში შედის ევროკავშირის 28 ქვეყანა, ისლანდიის, ლიხტენშტეინის და ნორვეგიის ჩათვლით.
The Verge-ის ინფორმაციით გადასახადი დამოკიდებული იქნება ქვეყანაზე და პიქსელების სიმჭიდროვეზე (PPI). რაც უფრო მეტი იქნება PPI მაჩვენებელი მით უფრო დიდი იქნება გადასახადი და შესაბამისად უფრო ძვირად გაიყიდება მოწყობილობა.
- ყველაზე დიდი გადასახადი – 40$ შეეხება მოწყობილობაზე, რომელსაც 500 პიქსელზე მეტი აქვს დიუმზე და გაიყიდება ბრიტანეთში, შვედეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.
- 400 დან 500 PPI-მდე მოწყობილობებისთვის თანხა 20$ იქნება.
- 400-ზე ქვევით გადასახადი 10$, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში უფრო დაბალი 2,5$ იქნება.
- პლანშეტებისთვის მწარმოებლებს ერთნაირად 20$-ის გადახდა მოუწევთ.
გარდა ამისა Google მომავალში არ აპირებს შემოსავლების გაზიარებას მათი პროგრამების წინასწარ დაყენებისთვის და მთავარ ეკრანზე ხატულების განთავსებისთვის, როგორიცაა Chrome და Google-ის ძიება. სანაცვლოდ Google ვენდორებს შესთავაზებს ნაწილობრივ ან სრულ სალიცენზიო მოსაკრებლის გადაფარვას იმ შემთხვევაში თუ ისინი ნაგულისხმევად ჩართავენ Google-ის ძიებასა და Chrome-ს, როგორც ბრაუზერი.
Google-ის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადეს.