Android სმარტფონების მსწარმოებლები ვალდებული იქნებიან Google-ს ლიცენზიური გადასახადი გადაუხადონ Play Store და სხვა Google-ის სერვისების მოწყობილობებზე დაყენებისათვის. გადასახადი ევროპაში გასაყიდ მოწყობილობებზე ვრცელდება.

Google-მა წესებსი შეცვლის შესახებ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებას ევროკომისიის მოთხოვნის შედმეგ მიიღო, რომლის თანახმადაც კომპანია 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმეზე საოპერაციო სისტემების ბაზარზე დომინირებისთვის.

ახალი წესები ეხება სმარტფონებსა და პლანშეტებს, რომლებშიც წინასწარ იქნება ჩატვირთული Google Mobile Services და გაიყიდება ევროპულ ეკონომიკურ ზონაში 2019 წლის 1 თებერვლიდან. ზონაში შედის ევროკავშირის 28 ქვეყანა, ისლანდიის, ლიხტენშტეინის და ნორვეგიის ჩათვლით.

The Verge-ის ინფორმაციით გადასახადი დამოკიდებული იქნება ქვეყანაზე და პიქსელების სიმჭიდროვეზე (PPI). რაც უფრო მეტი იქნება PPI მაჩვენებელი მით უფრო დიდი იქნება გადასახადი და შესაბამისად უფრო ძვირად გაიყიდება მოწყობილობა.

  • ყველაზე დიდი გადასახადი – 40$ შეეხება მოწყობილობაზე, რომელსაც 500 პიქსელზე მეტი აქვს დიუმზე და გაიყიდება ბრიტანეთში, შვედეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.
  • 400 დან 500 PPI-მდე მოწყობილობებისთვის თანხა 20$ იქნება.
  • 400-ზე ქვევით გადასახადი 10$, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში უფრო დაბალი 2,5$ იქნება.
  • პლანშეტებისთვის მწარმოებლებს ერთნაირად 20$-ის გადახდა მოუწევთ.

გარდა ამისა Google მომავალში არ აპირებს შემოსავლების გაზიარებას მათი პროგრამების წინასწარ დაყენებისთვის და მთავარ ეკრანზე ხატულების განთავსებისთვის, როგორიცაა Chrome და Google-ის ძიება. სანაცვლოდ Google ვენდორებს შესთავაზებს  ნაწილობრივ ან სრულ სალიცენზიო მოსაკრებლის გადაფარვას იმ შემთხვევაში თუ ისინი ნაგულისხმევად ჩართავენ Google-ის ძიებასა და Chrome-ს, როგორც ბრაუზერი.

Google-ის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარზე უარი განაცხადეს.

წინა სტატიათინეიჯერი ვებდეველოპერი აბიტურიენტებს ინოვაციურ პლატფორმას სთავაზობს
შემდეგი სტატიაინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ჰაკათონი ,,ჰაკატური“ დაიწყო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი