მწარმოებელმა უკვე დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება. მოწყობილობას აქვს საფულე, რომელიც დაცულ მეხსიერებაშია მოთვსებული და Android საოპერაციო სისტემას მასზე წვდომა არა ქვს. საფულეში შეგიძლიათ კრიპტოვალუტების გასაღებებისა და თოქენების შენახვა.

სმარტფონი პირველად მაისში გამოჩნდა კომპანიის სამომავლო პროექტების ჩამონათვალში. იყო მოსაზრება, რომ ტელეფონი ბლოკჩეინ ქსელის კვანძის ფუნქციონალსაც შეითავსებდა, მაგრამ ამის ნაცვლად Exodus 1 უბრალოდ აპარატული საფულის მოვალეობას ასრულებს.

HTC-მ გასაღებების დაკარგვის შემთხვევისთვის სპეციალური აღდგენის მექანიზმი შეიმუშავა. მონაცემები ნაწილდება თქვენს მეგობრებს შორის, რომელებიც შემდგომში დაგეხმარებიან საფულის აღდგენაში სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. პლატფორმა ღიაა გარეშე დეველოპერებისათვის და მის ბაზაზე შეიძლება საკუთარი საფულეების და აპლიკაციების შექმნა.

Exodus 1-ს აქვს 6 დიუმიანი HD+ ეკრანი. 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 8 მეგაპიქსელიანი სელფებისთვის ბოკე ეფექტი. სმარტფონს შეუძლია 4K ვიდეოს გადაღება 60 კადრი წამში სიხშირით. ეს ყველაფერი Snapdragon 845 ჩიპსეტზე და 6 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებაზე მუშაობს. შიდა მეხსიერება 128 გიგაბაიტია, ხოლო აკუმლატორის მოცულობა 3500 მა/სთ. გაჯეტი მუშაობს Android Oreo-ს მართვის ქვეშ და პასუხობს IP68 სტანდარტის მოთხოვნებს.

სმარტფონის ღირებულება 0,15 ბიტკოინი ან 4,78 ეთერიუმია, რაც დაახლოებით 960$ ექვივალენტურია, თუმცა ყიდვა მხოლოდ კრიპტოვალუტაშია. Exodus 1 დეკემბრიდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

წინა სტატიაREMAX-ის პორტატული დამტენები – ვიდეო განხილვა ქართულად
შემდეგი სტატიაSamsung-მა განახლებული დიზაინის ოფიციალური ჰოლოგრამა წარადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი