საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში ინოვაციური ცენტრის – ტექნოპარკის მშენებლობას იწყებს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ორ-სართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები, სამუშაო სივრცე. ასევე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.
სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა 2018 წლის 10 ოქტომბერს და გაიხსნება 9 ნოემბერს. სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღია 2019 წლის თებერვალი.
200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები რეგიონში მოთხოვნად პროფესიებს დაეფუძნება. სასწავლებელი ასევე ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რასაც ხელს შეუწყობს იმავე ტერიტორიაზე განლაგებული ტექნოპარკი.