BTU-ს სტუდენტებმა ონლაინ გიდი – Areal შექმნეს, რომლის მეშვეობითა. შესაძლებელია ნებისმიერი ნახატის შესახებ ინფორმაციის მიღება მყისიერად.

ის დამონტაჟებულია ეროვნული გალერიის პლანშეტებში, რომლის ქირაობაც 10 ლარი ღირს.

აპლიკაცია აცოცხლებს ნებისმიერ ნახატს რეალურ სივრცეში სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით. როდესაც პროგრამას ნახატს დავანახებთ, ალგორითმი მას ავტომატურად იცნობს და მასზე გაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. ასევე სპეციალურად ბავშვებისთვის აპლიკაციას აქვს ფერის შეცვლის ფუნქცია, რომელიც მას გაცილებით უფრო ინოვაციურს და საინტერესოს ხდის.

შემქმნელები მომდევნო 6 თვის განმავლობაში გეგმავენ ნახატების ამოძრავებასა და 3D მოდელებით გამოტანას.

წინა სტატიაTBC-ის კამპანიის ფარგლებში 42,242 მომხმარებელი დასაჩუქრდა
შემდეგი სტატიაამირსან რობერტო Startup Grind თბილისს ეწვევა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი