Xiaomi-მ წარმოადგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონი სახელწოდებით Mi Mix 3. სიახლე პირველი მოწყობილობაა სლაიდერის კონსტრუქციით და მას მაღალი წარმადობის Snapdragon 845 პროცესორი აქვს. სხვა თავისებურებებიდან აღსანიშნავია ფოტოგრაფიული შესაძლებლობები და რეკორდული ზომის ოპერატიული მეხსიერება.
Xiaomi Mi Mix 3 აღჭურვილია ეკრანით, რომელსაც არა აქვს ჩაჭრა და თთქმის არ აქვს ჩარჩოები. AMOLED ეკრანის დიაგონალი 6,39 დიუმია და მას Full HD+ (2340×1080) პიქსელი გარჩევადობა აქვს.
აპარატის კონსტრუქცია სლაიდერის ფორმისაა. ეკრანის გასრიალება მაგნიტური მექანიზმით ხორციელდება და მწარმოებლის თქმით ის 300 000 ციკლზეა გათვლილი.
Mi Mix 3 აგებულია 8-ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 845 ჩიპსეტზე, რომელსაც სტანდარტული გრაფიკული აქსელერატორი Adreno 630 აქვს. ოპერატიული მეხსიერება სტანდარტულ მოდელში 6, 8 ან 10 გიგაბაიტია, ხოლო ჩაშენებული შიდა მეხსიერება 128 ან 256 გიგაბაიტია მოდიფიკაციის მიხედვით. სახლე Android 9 Pie-ს მართვის ქვეშ მუშაობს, რომელსაც MIUI 10 სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს.
მთავარი კამერის მოდული ორმაგია და 12 მეგაპიქსელიანი სენსორებისგან შედგება. მთავარი სენსორია Sony IMX 360, რომელსაც f/1.8 აპერტურა და 1,4 მკმ პიქსელის ზომა აქვს. დამხმარე მოდულს f/2.4 დიაფრაგმა აქვს. მთავარ კამერას 4 ღერძიანი ოპტიკური სტაბილიზაცია და ფაზური Dual Pixel ავტოფოკუსი აქვს. წინა კამერის მთავარი სენსორის გარჩევადობა 24 მეგაპიქსელია.
სმარტფონს შეუძლია გადაიღოს არასაკმარისი განათების პირობებში, აქვს ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები სცენის ამოცმონისათვის და 960 კადრი წამში შენელებული ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა. სმარტფონს ასევე აქვს გამოყოფილი ღილაკი Xiao ჭკვიანი ასისტენტის გამოძახებისთვის.
3200 მა/სთ მოცულობის აკუმლატორს Quick Charge 3.0-ის და უსადენოდ ამუხტვის Qi სტანდარტის მხარდაჭერა აქვს. სმარტფონს აქვს USB Type-C პორტი და NFC მოდული. ორ დიაპაზონიანი Wi-Fi მოდული და თითის ანაბეჭდების სკანერი უკანა პანელზე. სმარტფონის მიმდინარე ვერსიაში არის 4G LTE-ს მხარდაჭერა, ხოლო 5G ქსელებისთვის განკუთვნილი მოდელები 2019 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.
ტექნიკური მონაცემები:
- ეკრანი: 6,39″, AMOLED, Full HD+ (2340×1080), 19,5:9
- ჩიპსეტი: 8-ბირთვიანიQualcomm Snapdragon 845, 2,8 გჰც, GPU Adreno 630
- მეხსიერება: 6/8/10 გბ LPDDR4X – ოპერატიული, 128/256 გბ UFS 2.1 ჩაშენებული
- კამერები: მთავარი — ორმაგი, 12 მპ. ფართოფოკუსიანი (Sony IMX363, f/1.8, 1,4 მკმ.) + 12 მპ. ტელეფოტო (S5K3M3+, f/2.4, 1 მკმ), 4-ღერძიანი OIS, Dual Pixel-ავტოფოკუსი. წინა — ორმაგი, 24 მპ. + 2 მპ, Sony IMX576, 1,8 მკმ, HDR
- აკუმლატორი: 3200 მა/სთ, სწრაფი დამუხტვა Quick Charge 3.0, უკაბელო დამუხტვა Qi (10 ვატი)
- კავშირი: 4G LTE, Wi-Fi 802.11ac (2.4 გჰც + 5 გჰც), MU-MIMO, Bluetooth 5.0
- ნავიგაცია: GPS, GLONASS, Beidou, Galileo, QZSS
- საოპერაციო სისტემა: Android 9.0 Pie საფირმო გარსით MIUI 10
- განბლოკვა: თითის ანაბეჭდების სკანერი, Face Unlock
- გაბარიტები: 157,89 x 74.69 x 8.46 მმ.
- წონა: 218 გრამი
Xiaomi Mi Mix 3 უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის, ხოლო ჩინეთის ტერიტორიაზე სმარტფონი 1 ნოემბერს გამოვა გაყიდვაში. 6/128 გიგაბაიტიანი ვერსიის ფასი 475 დოლარი იქნება. 8/128 გიგაბაიტი 520 დოლარი ხოლო 8/256 გიგაბაიტიანი მოდელი 575 დოლარი ეღირება. ნოემბრის ბოლოსთვის დაიწყება სმარტფონის 10/256 გიგაბაიტიანი მოდელების გაყიდვა 720 დოლარად, რომესლაც კომპლექტში უსადენო დამმუხტიც მოყვება.