ამირსან რობერტო Startup Grind თბილისს ეწვევა.
შეხვედრა 31 ოქტომბერს, 8:00 საათზე, ტერმინალში (აბაშიძის ქ. #34) გაიმართება.
ამირ რობერტო სერიული ანტრეპრენერი, ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაში ერთ-ერთი პიონერი, ბლოკჩეინის ექსპერტი, ICO მრჩეველი და ჩინეთის ცოდნის გაზიარების პლატფორმის მკვლევარია.
მისი 10 წელზე მეტი გამოცდილება ჩინეთის ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მარკეტინგში, გაყიდვებსა და კონტენტის ლოკალიზაციაში ორი სტარტაპის დაარსებას უკავშირდება ჩინეთსა და ავსტრალიაში. ამასთანავე ამირი ჩინურ-ამერიკული სტარტაპის თანადამფუძნებელია, რომელსაც კალიფორნიაში, შანხაისა და ტაივანში აქვს ოფისები და ჩინელი ვენჩურ-კაპიტალისტების მიერ იქნა დაფუძნებული.
WiredIn-ის დაფუძნებამ დიდი წვლილი შეიტანა რობერტოს სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგის/სტრატეგიის, ციფრული ამბის თხრობის, კონტენტის მენეჯმენტის ექსპერტად ჩამოყალიბებაში. მისი სტარტაპი, Roberto&Co. 40-ზე მეტ ბრენდს დაეხმარა 12-ზე მეტ ინდუსტრიაში. მის კლიენტებს შორის არიან Adecco, Shanghai Business Review, AmCham, Angel Jet Network და სხვები.
2017 წლიდან ამირი Genaro Network-ში, სადაც ის ერთდროულად რამოდენიმე პროექტს უძღვება და ბლოკჩეინ სტარტაპებს სტრატეგიულ განვითარებაში, ინვესტიციების მოზიდვასა და კრიპტო ფონდებთან შეხვედრებში ეხმარება.
რაც შეეხება სტარტაპ გრაინდს, ეს არის გლობალური ქსელი, რომელიც აერთიანებს სტარტაპის დამფუძნებლებს, ადამიანებს, რომლებიც აპირებენ სტარტაპის შექმნას, ან სურთ არსებული სტარტაპისთვის დაფინანსების მოძიება, რომელიმე სტარტაპში დასაქმება ან უბრალოდ მათგან სწავლა. სტარტაპ გრაინდ თბილისი ერთი მილიონი ადამიანისგან შემდგარი გლობალური საზოგადოების წევრია.