გამოქვეყნდა ჰაკატურის ნამუშევრების განხილვის საბოლოო შედეგები, რომლის თანახმადაც მეორე ეტაპში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან შემდეგი გუნდები:

  • ეთა (თბილისი)
  • 3,5 კრეატორები (ჩოხატაური)
  • VERTEX (თელავი)
  • Pin Wine (ბათუმი)
  • ZuCH (ქუთაისი)

პირველ ეტაპზე მონაწილეობას იღებდა 15 გუნდი, რომელთაგან მხოლოდ 5 გადავიდა მეორე ეტაპზე.

უახლოეს მომავალში ჰაკატურის ორგანიზატორები ეცდებიან გააზიარონ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ფაქტორებმა გამოიწვა ამა თუ იმ გუნდის გამოვლენა.

შეგახსენებთ, რომ ჰაკათონი ,,ჰაკატური“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში 19 ოქტომბერს დაიწყო და 21 ოქტომბერს დასრულდა.

თბილისის პარალელურად ჰაკათონი საქართველოს ცხრა რეგიონში (თელავი, თიანეთი, გორი, ხარაგაული, ქუთაისი, ბაღდათი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ბათუმი) ერთდროულად დაიწყო.

ჰაკატურის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე ინფორმაციული და ინოვაციური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარებისა და ჩანაფიქრების რეალიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა.

წინა სტატიაამირსან რობერტო Startup Grind თბილისს ეწვევა
შემდეგი სტატიაAISI COIN-ით ანგარიშსწორება კიდევ ერთი ობიექტზე იქნება შესაძლებელი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი