კონტენტზე გადასვლა
აბასთუმანი ელექტრომობილების რეგიონი გახდება

აბასთუმანი ელექტრომობილების რეგიონი გახდება

tamar dzindzibadze · 1 წთ საკითხავი

აბასთუმანი ელექტრომობილების რეგიონი გახდება – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის აბასთუმნის მოსახლეობისთვის ელექტრომობილების დარიგებაზე ფიქრობს.

ივანიშვილი ასევე შეეხო მამუკა ბახტაძის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულ პრეზენტაციას და თქვა რომ საქართველოს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლება ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

“მინდა გაზაფხულზე უკვე ეს ექსპერიმენტი დავიწყო, აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი, მე საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას. რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმისთვის” – აღნიშნავს ივანიშვილი.

წაიკითხეთ შემდეგ

თეგები

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!