საქართველოს ბანკის Fintech პლატფორმის მხარდაჭერით რიგით მე-6 Fuckup Nights Tbilisi გაიმართა.
ღონისძიება ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში აქტუალურ და სფეროს ფინანსური ტექნოლოგიების წარმოადგენლებსა და მათ პროფესიული მარცხის ისტორიებს დაეთმო.
ღონისძიებაზე 4-მა სპიკერმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა კარიერის განმავლობაში დაშვებული შეცდომები.
Fuckup Nights-ის მიზანიც ხომ სწორედ ისაა, რომ სხვისი შეცდომები, პროფესიული მარცხი განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს და მის მონაწილეებს დაანახოს, რომ მარცხი ცოდნის ნაწილი და ღირებული გამოცდილებაა, რომელზეც ღირს ხმამაღლა საუბარი.
Fuckup Nights-ის თითოეული ღონისძიება სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების ადამიანს აერთიანებს. ეს არის გლობალური მოძრაობა, რომელიც 2012 წელს მექსიკაში დაიწყო და ახლა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოშიც.