30 ოქტომბრის პრეზენტაციაზე Apple-მა iPad Pro პლანშეტის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელსაც Home ღილაკი არა აქვს.

მოწყობილობა 11 და 12,9 დიუმიან ვერსიებში გაიყიდება. პლანშეტებში ახალი A12X Bionic პროცესორია გამოყენებული და ხელმისაწვდომია 1 ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერების მქონე ვარიანტიც.

ახალი iPad ჟესტებით იმართება iPhone-ების მსგავსად. სამართავი პანელის გასაშვებად ქვევიდან მარჯვნივ უნდა “აუსვათ” თითი, ხოლო ქვევიდან ზევით სვაიპით მულტიტასკინგის ეკრანი იხსნება გაშვებული აპლიკაციებით.

USB-C პორტზე შესაძლებელია გარე აქსესუარების და ეკრანის მიერთებაც. განახლებული Apple Pencil პლანშეტზე მაგნიტებით მაგრდება და უსადენოდ იმუხტება.

USB-C-ის საშუალებით შეიძლება პლანშეტიდან iPhone-ის ან სხვა მოწყობილობების დამუხტვა.

მინიმალური 11 დიაუმიანი ვარიანტი 799 $ ეღირება, 12,9 დიუმიანი 999 $. ორივე პლანშეტი გაიყიდება 64, 256, 512 და 1 ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერებით.

MacBook Air

2015 წლის შემდეგ ეს პირველი მსხვილი განახლებაა ყველაზე იაფი ნოუთბუქისთვის, რომელსაც Apple აწარმოებს.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ახალი MacBook Air სულ რაღაც 1,24 კგ-ს იწონის.  ყველაზე მთავარი სიახლე ახალი Retina ეკრანია 13,3 დიუმი დიაგონალით და თითის ანაბეჭდების სკანერი Touch ID. ეკრანის გარშემო ჩარჩოები შემცირდა და შავი ფერისაა განსხვავებით წინა მოდელებისგან.

ნოუთბუქს ორი Thunderbolt USB-C პორტი აქვს და სტანდარტული 3,5 მმ. აუდიო ჯეკი ყურსასმენებისთვის. მოწყობილობა Intel-ის მე-8 თაობის პროცესორებზე მოუშაობს ჩაშენებული გრაფიკით და 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. ნოუთბუქში სურვილისამებრ შესაძლებელი 1,5 ტერაბაიტამდე SSD შიდა მეხსიერების დაყენება.

Apple ამბობს, რომ ახალი MacBook Air – 17%-ით პატარა და 10%-ით თხელია წინა მოდელზე.

ახალი MacBook Air გაყიდვაში 7 ნოემბრიდან შემოვა 1199 $ საწყისი ღირებულებით 128 გიგაბაიტიანი SSD-ით, i5 პროცესორითა და 8 გიგაბაიტი ოპერატიულით.

Mac mini

პრეზენტაციაზე Apple-მა კიდევ ერთი პროდუქტი: Mac mini განაახლა, რომელიც 2014 წლის მერე ყურადღების მიღმა რჩებოდა. ახალ Mac mini-ში Intel-ის მე-8 თაობის პროცესორები გამოიყენება და 64 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერების დაყენება არის შესაძლებელი.

Apple იმედოვნებს, რომ მომხმარებლები შეძლებენ გამოიყენონ რამდენიმე Mac mini რთული ამოცანების შესასრულებლად.

მინიმალური ვერსია Core i3 პროცესორით, 8 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 128 გიგაბაიტიანი SSD დისკით 799$ ეღირება. სიახლე 30 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

წინა სტატიასაქართველოს ბანკის Fintech პლატფორმის მხარდაჭერით რიგით მე-6 Fuckup Nights Tbilisi გაიმართა
შემდეგი სტატიადაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი