კომპანია Bosch-მა წარმოადგინა ორიგინალური უკაბელო მტვერსასრუტი Unlimited 8, რომელსაც აქვს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია და უნივერსალური გამოცვლადი ბატარეა, რომელიც სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკასთანაც თავსებადია. მოწყობილობას აქვს გამოცვლადი მტვრის შემგროველებელი და ფილტრი, აღჭურვილია DigitalSpin მოტორით და აქვს დაკალიბრებული აეროდინამიური პირები.

ერთი დამუხტვის შედეგად, მტვერსასრუტს შეუძლია 60 წუთი მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში მოტორიზებული პირის გამოყენებით მუშაობს 45 წუთამდე. მოწყობილობას აქვს Turbo რეჟიმში, ამ რეჟიმში ერთი დამუხტვის შედეგად 7 წუთამდე მუშაობს.

მტვერსასრუტის კომპატური ზომა საშუალებას იძლევა რომ ის გამოვიყენოთ არა მხოლოდ სახლში არამედ მაგალითად, ავტომობილის გასასუფთავებლად.

მტვერსასრუტი ხელმისაწვდომია შავ, თეთრ და ვერცხლისფერ ფერებში. გაყიდვაშია ორი სახის კომპლექტი: საბაზისო და გაფართოებული, რომელსაც მოყვება დამატებითი ბატარეა და დოკ-სტაციონარი სწრაფი დამუხტვის ფუნქციით.

წინა სტატიაFintech ტექლოგოგიების განვითარების მიზნით, საქართველოს ბანკმა თბილისის უნივესიტეტებში საჯარო ლექციების სერია დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის კიდევ ერთხელ დასახელდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი