არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის – Freedom House ინტერნეტის შესახებ კვლევაში საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.

კვლევაში საქართველოს 25 ქულა აქვს მინიჭებული, თუმცა, აქვე, აღნიშნულია, რომ 2018 წელს, ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების დონე იკლებდა.

საქართველოს წვდომის დაბრკოლებების მაჩვენებელში 25-დან 6 ქულა, კონტენტის ლიმიტის მაჩვენებელში 35-იდან 6, ხოლო მომხმარებლების უფლებების დარღვევაში ქვეყანას 40-დან 13 ქულა მიენიჭა.

კვლევის მიხედვით, ინტერნეტი ყველაზე თავისუფალია ისლანდიაში, ესტონეთსა და კანადაში.

ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ჩინეთში, ირანსა და ეთიოპიაში.

Freedom House – ეს არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ატარებს საერთაშორისო კვლევებს, ხელს უწყობს დემოკრატიის ადვოკატირებას ქვეყნებში, მუშაობს პოლიტიკურ თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე.

რეიტინგში, 100 ქულა გულისხმობს სრულიად არათავისუფალს, 0 კი სრულიად თავისუფალს.

წინა სტატიაუკაბელო მტვერსასრუტი: Bosch Unlimited 8
შემდეგი სტატიაბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სტარტაპერებისთვის მასტერკლასები დაიწყო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი