14 ნოემბერს, 19:00 საათზე პროექტ Creative Hour-ის ფარგლებში გაიმართება დათო კიკნაველიძის მასტერკლასი თემაზე – “კონცეფციიდან დასრულებულ ვიზუალამდე”.

დათო არის საერთაშორისო გამოცდილების მქონე არტ-დირექტორი და ანიმატორი, რომელიც აქტიურად მუშაობს ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორიც არის Disney, Nickelodeon, Ubisoft, Microsoft და ა .შ.

შეხვედრაზე სპიკერი ისაუბრებს კონცეპტ არტისა და სკეჩინგის მნიშვნელობაზე, პროექტის ვიზუალური განვითარებისთვის. კონცეპტ არტი გამოიყენება, როგორც კომპიუტერული თამაშების, ანიმაციისა და ფილმების წარმოებაში, ასევე ინდუსტრიულ დიზაინსა და სხვა ვიზუალურ ხელოვნებაში.

მასტერკლასის მიმდინარეობისას, სპიკერი ციფრული სახატავი დაფის გამოყენებით, სკეჩინგის მნიშვნელოვან ეტაპებს წარმოადგენს.

ღონისძიება წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში.

“შემოქმედებითი საათი” – Creative Hour არის შემოქმედებითი საქართველოსა და ფაბლაბ ტექნოპარკის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია წარმოაჩინოს შემოქმედებით ინდუსტრიებში მოღვაწე პროფესიონალები და გაზარდოს ცნობადობა ამ მიმართულებით.

მისამართი: შემოქმედებითი საქართველოს ოფისი, ვ.დოლიძის ქუჩა, კორპ 28.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
დასწრება თავისუფალია.

წინა სტატიაპოპკულტურისა და ტექნოლოგიების ფესტივალი – Caucasus con
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy F – ოფიციალურად დადასტურდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი