ბათუმში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება და განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის ბათუმიდან.

გახსნის ცერემონიალს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი დაესწრნენ.

ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან.

ბათუმში ახალგაზრდული ბანაკი იმართება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, აჭარის ა.რ მთავრობისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით.

წინა სტატიათბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი – DataFest Tbilisi გაიმართება
შემდეგი სტატიაპოპკულტურისა და ტექნოლოგიების ფესტივალი – Caucasus con

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი