Policy Hack არის პირველი სტარტაპ საკანონმდებლო კრეათონი, რომლის მიზანია გააუმჯობესოს კომუნიკაცია და დააკავშიროს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ეს ღონიშძიება თქვენთვისაა თუ კი გაქვთ ინოვაციური იდეა სტარტაპ/სამეწარმეო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და გსურთ იმუშაოთ სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იდეის განსავითარებლად.
კრეათონის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:
იმუშაოთ კვალიფიციურ მენტორებთან ერთად საკანონმდებლო იდეების დამუშავებაზე
Lean Policy Canvas დოკუმენტის შედგენაზე
მონაწილეობა მიიღოთ Policy Hack-ის გლობალურ ღონისძიებაში
Policy Hack ხორციელდება გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველოს მიერ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანაორგანიზებით, საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით.