Samsung-ის ოფიციალურ ტვიტერზე გამოჩნდა გამოსახულება კომპანიის ლოგოტიპით, რომელიც შუაშია გადაკეცილი და დასაკეცი სმარტფონის ანონსზე მიუთითებს, რომელიც 7 ნოემბერს შედგება.

დრეკადი სმარტფონი OLED ეკრანით იქნება და 3000 მილიამპერიანი აკუმლატორით აღჭურვავენ. დაკეცილ მდგომარეობაში ინფორმაცია 4,6 დიუმიან OLED პანელზე გამოჩნდება, ხოლოდ გახსნილად მოწყობილობა 7,9 დიუმიან ეკრანს შემოგვთავაზებს. Samsung თანამშრომლობს Google-თან Android-ის სპეციალური ვერსიის შექმნისთვის, რომელიც დრეკად მოწყობილობებთან იქნება ადაპტირებული.

სპეციალური ჩარჩო უზრუნველყოფს ეკრანის ორ ნაწილს ერთმანეთ მიუახლოვდეს მაგრამ დარჩეს მცირე სიცრცე, რომ შუშის ზედაპირი დამტვრევისგან დაიცვას. მას ასევე ექნება მექანიზმი, რომელიც მომხმარებელს მოწყობილობის სხვა და სხვა კუთხით გახსნის საშუალებას მისცემს, მაგ. ნოუთბუქის ფორმის მისაღებად.

სიახლის მასიური წარმოება უკვე ამ თვეში დაიწყება და კომპანია თვეში დაახლოებით 100 000 ეგზემპლარს გამოუშვებს. გაჯეტი ოფიციალურად MWC 2019-ზე გაეშვება და მისი სავარაუდო ფასი 1500 – 2000 $ იქნება. Galaxy F ევროპულ და აზიურ ბაზარზე შემოვა. 

წინა სტატიადათო კიკნაველიძის მასტერკლასი თემაზე – კონცეფციიდან დასრულებულ ვიზუალამდე
შემდეგი სტატიაპირველი startup საკანონმდებლო კრეათონი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი