Urban Tbilisi 2018-ზე Edison-ის დამფუძნებელმა და Wintekpro-ს პარტნიორმა გივი ბერიძემ ვინტექპროს უახლესი ტექნოლოგია – მრავალფუნქციური თვითწმენდადი ფანჯარის პროექტი წარადგინა.
რაც დრო გადის იზრდება ტენდენცია, რომ რაც შეიძლება მეტი ფანჯარა ჰქონდეს ცათამბჯენებს, მაღალ შენობებს, კორპუსებსა თუ კერძო ბინებს. ცნობილი ფრაზის მიხედვით, რომ “ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია” ამასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები:
- უსაფრთხოება
- ხარჯები
- სისწრაფე
- უჰაერობა
“ჩვენ ყველა ამ პრობლემას ერთიანად დავუპირისპირდით და შევქმენით ინოვაციური ფანჯარა. ამიერიდან ნებისმიერი შენობის მფლობელს ჩვენი ფანჯრების გამოყენებით შეეძლებათ ერთი თითის დაჭერით გაწმინდონ კონკრეტული ფანჯარა ან მთელი შენობა და მოახდინონ მისი ვენტილაცია. მოკლედ რომ ვთქვათ ჩვენ შევქმენით ვარდი, რომელსაც ეკლები არ აქვს.” – განაცხადა გივი ბერიძემ.
აღნიშნული ტექნოლოგია არის ბაზარზე არსებული ჩვეულებრივი ფანჯრის პრაქტიკულად იდენტური, უბრალოდ განსხვავებულია იმით, რომ ინტეგრირებული აქვს თვითმწმენდი და სავენტილაციო სისტემა.
ერთი თითის დაჭერაა საკმარისი იმისათვის, რომ ვინტექპროს ფანჯარამ მასში წინასწარ ჩასხმული სითხე მიაშხუროს მინას და გააქტიურდეს მექანიზმი, რომელიც ფანჯარას გაწმენდს და გაამშრალებს 100%-ით.
ამასთანავე, სავენტილაციო შახტა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ოთახში ჰაერის გაწმენდა ისე, რომ არანაირი ხმაური და ცუდი ჰაერი არ შემოვიდეს გარედან. გარდა ამისა, იგი ფანჯრის გაღებას ჯობს იმით, რომ მისი დატოვება შეიძლება ნებისმიერ ამინდში ისე რომ არ შემოვიდეს სიცივე ან მწერები.
„აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ფანჯარა სრულად ჯდება იმ რეგულაციაში, რომელიც 2019 წლის 30 ივნისიდან ძალაში შედის. ეს რეგულაცია ითვალისწინებს შენობებში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის აღებას. რაც ნიშნავს იმას, რომ თუნდაც ფანჯრები უნდა უზრუნველყოფდნენ ოთახში ენერგოეფექურობას. ჩვენი პროდუქტის შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ნანოტექნოლოგიებს რისი მეშვეობითაც მინა არის ენერგოეფექტური.“ – აღნიშნა ბერიძემ.
Urban Tbilisi 2018 – ეს არის ცოცხალი პრეზენტაციები მედიისთვის და უძრავი ქონების ინდუსტრიით დაინტერესებული პირებისთვის. ფორუმზე იმართება დისკუსია მშენებლობასთან და დაგეგმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მათ შორის გარემოს დაცვის და გამწვანების საკითხებზე.