კომპანია Xiaomi-მ ზედმეტი ხმაურის გამოწვევის გარეშე წარმოაგინა ახალი კონფიგურაციის მქონე ლეპტოპი. წარმოდგენილ ლეპტოპს აქვს 15,6 დიუმიანი ეკრანი და მოწყობილობის სახელწოდებაა Mi Notebook. მოწყობილობა კომპანიის ყველაზე ბიუჯეტური მოდელია. კომპიუტერში წინა მოდელების დიზაინი და ხარისხიანი მატერიალები შენარჩუნებულია.

ახალი Mi Notebook, როგორც მისი წინამორბედები, წარმოდგენილია მეტალის კორპუსით და მინიმალისტური დიზაინით. მას აქვს 15,6 დიუმიანი IPS ეკრანი და Full HD გაფართოება.

კომპიუტერს აქვს Intel Core i3 პროცესორი. ოპერატიული მეხსიერება 4 გბ-ს შეადგენს, რომლის გაძლიერება 32გბ-მდეა შესაძლებელი. მონაცემების შესანახად აქვს 128გბ-იანი SSD-დამაჩქარებელი.

Mi notebook-ს აქვს ორი USB 3.0 პორტი და ერთი USB 2.0 პორტი, ასევე HDMI, Gigabit Ethernet, კომბინირებული აუდიოპორტი ყურსასმენებისათვის და მეხსიერების ბარათის სლოტი.

Xiaomi Mi Notebook უკვე გაყიდვაშია და მისი ფასია $492.

წინა სტატიაახალი Galaxy A7 – Samsung–ის რევოლუცია საშუალო კლასის სმარტფონებში.
შემდეგი სტატიაTouch Digital Summit

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი